ტეხასში ექვსბორბლიანი Ferrari Testarossa დააფიქსირეს
ტეხასის ქუჩებში მოდიფიცირებული Ferrari Testarossa დააფიქსირეს. ეს ექვსბორბლიანი ავტომობილი, გავრცელებული ინფორმაციით, Gas Monkey Garage-ის მფლობელ რიჩარდ როულინგის საკუთრებაშია. უნიკალური დიზაინის მანქანამ, შესამჩნევი ცვლილებებით, გარშემომყოფების ყურადღება მარტივად მიიპყრო.
დიდი ალბათობით, ეს ცვლილებები შეუმჩნეველი არც Ferrari-ში დარჩებოდათ. კონკრეტული გამოხმაურება ამ ფაქტს ჯერ არ მოჰყოლია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელები მათი მანქანების მოდიფიცირებულ ვერსიებს დიდად არ სწყალობენ, მოხიბლულნი სავარაუდოდ არც ამ შედეგით დარჩებოდნენ.
ეს Testarossa სავარაუდოდ ერთ-ერთია იმ ხუთი ავტომობილიდან, რომელიც როულინგმა ფილმ Infinite-ის გადაღებებისთვის შეიძინა. Infinite-ში მთავარ როლს მარკ უოლბერგი ასრულებს. როულინგის მიერ შესყიდული ხუთი მანქანიდან ერთი უკვე დაჭრეს, თეთრად გადაღებეს და Spider-ადაც გადააკეთეს.
View this post on Instagram
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოკლე ვიდეოში ვხედავთ მოდიფიცირებულ Testarossa-ს, რომელიც მისი კლასიკური დიზაინისგან რადიკალურად განსხვავდება. მანქანის უკანა ნაწილთან ერთად ახლითაა შეცვლილი Testarossa-ს ქარხნული მაშუქები. ყურადღებას იპყრობს მოდელის თვალისმომჭრელი ბამპერი და დიფუზორი.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებში დამატებითი ბორბლების არსებობაა. შედეგად, ავტომობილი არა ოთხ, არამედ უკვე 6-ბორბლიან ვერსიად გარდაიქმნა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Testarossa-ზე ბორბლების დასამატებლად სპეციალისტებს მანქანის შასის დაჭრა, ჩარჩოს დაგრძელება და მესამე ღერძის დამატება დასჭირდათ.
უცნობია შეუნარჩუნდა თუ არა Testarossa-ს ქარხნული, კომპოზიტური V12 ძრავა. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს მანქანა, Testarossa-ს კლასიკური დიზაინისგან, უკვე რადიკალურად განსხვავებულია. და შესაძლოა, ამ განსხვავებულობამ, უახლოეს პერიოდში Ferrari-ს კრიტიკაც დაიმსახუროს.