Aa Aa
30 სექტემბერი 2024  |  18:48

ეს Mustang-ი რეალურად BMW E92 M3-ია

შორიდან ეს მანქანა 1960-იანი წლების, კარგად მოვლილ  Ford Mustang-ს გავს. პროპორციები თვალშისაცემია და თითქოს, ქარხნული ნიუანსებიც შეინიშნება. თუმცა რეალურად ეს ავტომობილი არა Ford-ის ბევრისთვის საყვარელი მოდელი, არამედ E92-თაობის BMW M3-ია. 

ეს უნიკალური M3, რომელიც საკუთარ თავში ორ სპორტულ ავტომობილს აერთიანებს, ახლა გასაყიდადა გამოტანილი. რთული დასადგენია თუ რატომ მოხსნეს ამ მანქანას BMW-ის კორპუსი და ის კლასიკური Mustang-ით შეცვალეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო იდეალურადაა შესრულებული. 

კორპუსის ქვეშ ეს მოდელი სტანდარტული E92 M3-ია. რაც ნიშნავს, რომ ბრენდის S65, 4-ლიტრიანი V8-ითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. როგორც M3-ის ერთადერთ თაობას, რომელიც V8-ითაა აღჭურვილი, E92 მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ავტომწარმოებლისა და ავტომოყვარულების გულებში. 

კორპუსი კი კლასიკური Ford Mustang GT500-ის რეკრეაციაა. ღია ცისფერი საღებავი და ვერცხლისფერი დისკები მანქანის ვიზუალს კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდის. ეს ავტომობილი პირველად Carbuzz-ის მიერ გაიყიდა, თუმცა ამის შემდეგ მანქანის შესახებ ცნობები ფაქტობრივად აღარც არსებობს. 

სამაგიეროდ, თითქმის სრულადაა შეცვლილი და განახლებული ავტომობილის ინტერიერი: ინსტრუმენტთა დაფა, რეტრო საჭე... - Mustang-ის ხასიათს უფრო მეტად ვინტაჟურ სტილს სძენს. BMW-დან ავტომობილში კლიმატის კონტროლის გადამრთველი და გადაცემათა კოლოფის საყრდენი ბალიშია გამოყენებული. 

ცნობისთვის, ავტომობილს მხოლოდ 3,700 კილომეტრი აქვს გავლილი. თუმცა უცნობია, ეს მხოლოდ V8 ძრავის კილომეტრაჟია თუ მთლიანად ავტომობილის. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, მსურველებს ამ ავტომობილის შეძენა $104,000-ად შეეძლებათ. 

გაზიარება: