Aa Aa
1 ოქტომბერი 2024  |  14:03

დიზელზე მომუშავე 30 წლის Mercedes-ი ავტობანზე „მოკვდა“

ცოტა რამეს თუ შეუძლია დიზელის ერთრიგა ძრავაზე მომუშავე Mercedes-Benz W140 სრულად გაანადგუროს. თუმცა მსგავსი შემთხვევებიც არსებობს - მაგალითად, მრიცხველზე მზარდი ტემპერატურის იგნორირება შესანიშნავი გზაა ნებისმიერი ტიპის ძრავის „მოსაკლავად“.

YouTube-ზე TopSpeedGermany-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში დიზელზე მომუშავე 30 წლის Mercedes-ს ვხედავთ, რომელიც ავტობანზე, მაქსიმალური სიჩქარის განვითარების შემდეგ გამონაბოლქვს უშვებს და ძრავაც, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად ზიანდება. მაღალსიჩქარიან გზატკეცილზე 1994 წლის Mercedes-Benz S 350 დაახლოებით 185 კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა, რაც რეალურად, ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმიცაა. აქვე გეტყვით, რომ ამ მანქანის ქარხნული ვერსია 189 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-100 კმ/სთ-ს 12.5 წამში აღწევს. 

შესაძლებელია მხოლოდ იმის თქმა, რომ დროსელი, მანქანის დაძვრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, უძრავადაა - თუმცა მხოლოდ მანამ, სანამ მანქანა 185 კმ/სთ-ს არ აღწევს. ამის შემდეგ, რამდენიმე წამში, კვამლიც ჩნდება და მძღოლსაც მანქანა ავტობანიდან გადაჰყავს. საინტერესოა ისიც, რომ Mercedes-ი კვამლის გაჩენიდან დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ახერხებს RPM-ის მაქსიმუმ ნიშნულზე შენარჩუნებას. 

მძღოლის მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ძრავა ჯერ კიდევ მუშაობს. და კვამლიც, რომელიც უფრო მეტად ორთქლს ჰგავს, შესაძლოა მხოლოდ გამაგრილებლის პრობლემა იყოს. თუმცა იმ სიჩქარის გათვალისწინებით, რა სიჩქარითაც ავტობანზე 30 წლის მანქანა მოძრაობდა და ამას დამატებული მაღალი ტემპერატურა, საკითხი, დიდი ალბათობით, ბევრად მწვავედ უნდა იდგეს. ეს კი ნიშნავს, რომ მაღალი სიჩქარის ავტობანზე ძველი მანქანების სრული შესაძლებლობის გამოყენება, კარგი იდეა არ უნდა იყოს. 

გაზიარება: