აუქციონი, სუპერქარი, jaguar, Jaguar XJ13
Aa
Aa

ჯონ სენას Jaguar-ის „სუპერქარის“ ასლი აუქციონზე იყიდება

ეს Jaguar XJ13 1960-იანი წლების ამავე სახელწოდების სარბოლო მანქანით შთაგონებული ასლია, რომელსაც ამერიკელი მსახიობი და სპორტსმენი ჯონ სენა ფლობდა. 

1960-იან წლებში, ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა „ლე მანის“ სარბოლო მანქანა შექმნა, რომელიც იმ დროის ისეთ გიგანტებს დაუპირისპირდებოდა, როგორებიც Aston Martin DBR1 და Ferrari 250 იყვნენ. თუმცა Jag-ის V12-ძრავიანი სარბოლო მანქანა ტრასაზე არასდროს გამოჩენილა. ამის ნაცვლად კომპანიამ, კერძო პირზე, ავტომობილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და ეს მოდელი არასდროს გაუხსენებია. 

ბოლო პერიოდში შედარებით აქტიურად გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მსგავსად მივიწყებული სარბოლო ავტომობილების ასლებზე მუშაობენ. კალიფორნიაში დაფუძნებული ფირმა Predator Performance, კომპანიათა ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ამ კონკრეტულ მანქანას კი, სხვებისგან გამორჩეული და საინტერესო ისტორიაც აქვს. 

ეს XJ13 2010-იანი წლების შუა რიცხვებში შეიქმნა და მალევე, 2019 წელს, მარჯვენასაჭიან მანქანად გადაკეთდა. XJ13-ის მარჯვენასაჭიანი ვერსია ამერიკელმა მსახიობმა და სპორტსმენმა ჯონ სენამ შეიძინა. V12-ითა და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი მოდელი, მდიდრულ, British Racing Green-ის ფერშია შეღებილი. ამას ემატება ვერცხლისფერი Rotiform-ი დისკები, რომელიც Continental ExtremeContact Sport 02-ის საბურავშია მოთავსებული. 

Jaguar-ის „სუპერქარის“ ასლი კომპანიამ სივრცითი კარკასისა და ალუმინის კორპუსის პანელების გამოყენებითაც გაალამაზა. მოსახსნელი სახურავიდან კი თვალშისაცემია Buttercream-ის ტყავის ინტერიერი. 

იქიდან გამომდინარე, რომ Jaguar-ის ოდომეტრი მხოლოდ 350 კილომეტრის გარბენს გვიჩვენებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მანქანამ სენას ავტოფარეხში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე ტრასაზე. Bring a Trailer-ზე აუქციონი სულ რაღაც სამ დღეში სრულდება, ბოლო მდგომარეობით კი მანქანის გასაყიდი ფასი $72,500-მდეა ასული. 

წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, Jaguar-ისთვის ეს ღირებულება ჯერ კიდევ შედარებით იაფია. მსგავს აუქციონებზე XJ13-ის ასლები ექვსციფრიან ნიშნულზე მეტადაც გაყიდულა. მათ შორისაა Tempero, რომლის გასაყიდმა ფასმაც 2019 წელს $478 000-ს მიაღწია. 

მსგავსი სიახლეები