Aa Aa
2 ოქტომბერი 2024  |  13:59

ამ დაჟანგებული 300 SL-ის ფასმა შესაძლოა $1 მილიონს მიაღწიოს

ერთ-ერთი უშვიათესი, თუმცა უგულებელყოფილი 300SL-ი, რუდი კლეინის კოლექციის ნაწილია. 

1957 წლის Mercedes-Benz 300 SL Roadster-ი, რომელსაც დაუყოვნებლივი რესტავრაცია ესაჭიროება, აუქციონზე იყიდება. გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელის ფასი, მიუხედავად მისი ვიზუალური მდგომარეობისა, სავარაუდოდ $800 000-დან $1 მილიონამდე იქნება. აუქციონი 26 ოქტომბერს გაიმართება. 

RM Sotheby's-ის აუქციონის სახლის მიერ წარმოდგენილი ავტომობილი რუდი კლეინის კოლექციის ნაწილია. კლეინი შეერთებულ შტატებში გერმანიიდან ემიგრანტად გადავიდა, ხოლო სიმდიდრე და სახელი, მაინც კლასიკური ევროპული ავტომობილების გაყიდვითა და ჯართად ქცევით მოიხვეჭა. სიცოცხლის განმავლობაში კლეინმა კლასიკური ავტომობილების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციაც შეაგროვა, რომელიც 2001 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კოლექციონერის ოჯახმა გადაიბარა. 

ოც წელზე მეტი ხსნის განმავლობაში, ეს ავტომობილები ფართო საზოგადოებისგან მოშორებით ინახებოდა. რამდენიმე მათგანი ახლა საშინელ მდგომარეობაშია და მათ შორის ერთ-ერთს, 300 SL Roadster-ს, სასწრაფო რესტავრაცია ესაჭირობა.

ეს ავტომობილი - შასით 7500173 - 1957 წელს წარმოებული 554 ერთეული SL Roadsters-დან ერთ-ერთია. ავტომობილის ქარხნული ვერსია Fire Engine Red-ის ფერში იყო შეღებილი, თუმცა ახლა, 300 SL-ს საღებავი თითქმის სრულად გადაცლილი აქვს. მანქანის გასაყიდ ფასს ის ფაქტიც ზრდის, რომ კლეინის კოლექციის მოდელი ერთ-ერთია იმ ქარხნული 30 ვერსიიდან, რომელიც Rudge ბორბლებითაა აღჭურვილი და გრძელი უკანა ღერძი აქვს - 1:3.42 თანაფარდობით.

RM Sotheby's-ის ინფორმაციით, მანქანამ ქარხანა 1957 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც გერმანიაში კერძო პირზე გაიყიდა. დამატებითი დეტალები ავტომობილისა და მისი ყოფილი მფლობელების შესახებ აუქციონის სახლის ვებგვერდზე მოცემული არაა. თუმცა ვიცით, რომ ეს 300 SL-ი უცვლელად ინარჩუნებს ძირითად კომპონენტებს, მათ შორის ქარხნულ ძრავას, უკანა და წინა ღერძს. შეცვლილია გადაცემათა კოლოფი, ხოლო ოდომეტრი 17 873 კილომეტრს აჩვენებს. 

არც მანქანის გასაყიდი ფასია „ხელმისაწვდომი“ და არც შეძენის შემდეგ, ამ მანქანის შეკეთება იქნება „იაფი სიამოვნება“. მანქანის ჟანგში გახვეული კორპუსით დაწყებული, ინტერიერით დასრულებული, რომელიც მის ქარხნულ  ნაწილებს ინარჩუნებს, თუმცა ხელის შევლება მაინც სჭირდება. 

გაზიარება: