Porsche 911: ამჯერად, ზვიგენის ცხაურით
მოდელის 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში, Porsche 911-ის დიზაინი არაერთხელ შეიცვალა, თუმცა იტალიური ავტომწარმოებელი, თავის ძირითად მახასიათებელს, ელეგანტურობას, არასდროს ღალატობდა. მიუხედავად ამისა, ყველა ცვლილებას დადებითად მომხმარებელი ნამდვილად არ შეხვედრია. მაგალითად 996-ის თაობა ბევრმა მაშუქების გამო დაიწუნა და ისინი, „შემწვარ კვერცხსაც“ კი შეადარა.
მილანში დაფუძნებული კომპანია Garage Italia Customs-ის სამიზნე ამჯერად უახლესი 992.2-ის დიზაინი გახდა. კერძოდ კი მანქანის ცხაური, რომელმაც იტალიურ კომპანიას ზვიგენის კბილები გაახსენა და მანქანას შესაბამისი, სახალისო ვიზუალიც შეურჩია.
რენდერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, 2025 წლის Porsche 911 GTS-ის გამოყენებითაა შედგენილი. ეს მოდელი ავტომწარმოებელმა მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანის ცხაური არა თეთრი, არამედ შავი ფერისაა - იტალიურმა კომპანიამ მისი დიზაინი მაინც ზვიგენის კბილებს დაუკავშირა და თეთრ და ნაცრისფერ ფერებში გადაღება.
გადაღებვის გარდა კი, უფრო მეტი მსგავსებისთვის, მან ავტომობილის საქარე მინას ზვიგენის კბილების მსგავსი დეტალი დაამატა, სახურავზე ფერფლი, უკანა ნაწილზე კი კუდი - სპოლიერის სახით.
შეცვლილი 911-ის ფოტოები Garage Italia Customs-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თან, შესაბამისი წარწერაც დაურთო. განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლესმა 911 Carrera GTS-მა ავტომოყვარულების ორაზროვანი დამოკიდებულება დაიმსახურა, და ეს მხოლოდ ჰიბრიდული სისტემის დანერგვის გამო არ მოხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოდელის დიზაინია: „ჩვენთვის ის (ცხაური) ძალიან გავდა ზვიგენის კბილებს და უბრალოდ არ შეგვეძლო ხელიდან გაგვეშვა შანსი - შეგვექმნა JAWS-ის თემით ინსპირირებული კონცეფცია. თქვენ რას ფიქრობთ?“.