მარკ ცუკერბერგი CT5-V Blackwing-ს მართავს
ბოლო პერიოდში, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ფართო საზოგადოების წინაშე მისი რეპუტაციის გაუმჯობესებისთვის, აქტიურად მუშაობს. მარკს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს კრიტიკოსებთან, რასაც სოციალურ ქსელში მისი განცხადებებიც ადასტურებს და უფრო მეტიც: მილიარდერმა ცვლილებები გარეგნობაშიც კი შეიტანა და ვარცხნილობა შეიცვალა.
თუმცა ავტომოყვარულებისთვის ამ შემთხვევაში საინტერესო სხვა ფაქტია. კერძოდ კი ის, რაც მილიარდერის კარგ საავტომობილო გემოვნებაზე მიუთითებს. როგორც აღმოჩნდა, ცუკერბერგმა ამჯერად Cadillac-ის საჭესთან გადაინაცვლა და თანაც, თითქმის ყოველდღიურად, ის Cadillac CT5-V Blackwing-ს მართავს.
ცუკერბერგის არჩევანით Hoonigan-ის თანადამფუძნებელი ბრაიან სკოტო დაინტერესდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით, სკოტომ მილიარდერს მიმართა და იკითხა, თუ რომელ ავტომობილს ატარებდა იგი. შეკითხვის საპასუხოდ, ცუკერბერგმაც სოციალური ქსელი აირჩია:
„ამ დღეებში ძირითადად Cadillac CT5-V Blackwing-ს. თუმცა ზოგჯერ სხვა ავტომობილებსაც“. თუმცა ავტომოყვარულებისთვის მილიარდერის პასუხი ამომწურავი მაინც არაა, რადგან ცუკერბერგს არ დაუკონკრეტებია, მისი მანქანა მექანიკურია, თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
View this post on Instagram
ცნობისთვის, Blackwing CT5-ის განახლებები და ახალი პაკეტები, ავტომწარმოებელმა ახლახან წარგვიდგინა. ამის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცუკერბერგი რომელიმე ამ ვერსიას მართავდეს. შედარებით მცირე ხნის წინ დაიწყო ფეისლიფტირებული CT5-ების წარმოება. ეს მოდელები 668 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და V8 ძრავითაა აღჭურვილი. 2025 წლის CT5-ები კი, ჯერ კომპანიის ვებგვერდზეც არ არის ხელმისაწვდომი.