Porsche, Porsche 911 Carrera, მარკ ცუკერბერგი, Porsche Cayenne Turbo GT, Vision Renndienst
Aa
Aa

ცუკერბერგის დიზაინით შექმნილი Porsche Cayenne-ის „მინი-ვენი“

მარკ ცუკერბერგის მეუღლეს „მინი-ვენი“ სურდა, ამიტომაც მილიარდერმა სპეციალური შეკვეთით West Coast Customs-ს მიმართა. 

როდესაც ფული პრობლემას არ წარმოადგენს, ყველანაირი სახისა და ღირებულების ავტომობილის შეძენაა შესაძლებელი. და როგორც აღმოჩნდა, ისეთი ავტომობილების შეძენაც კი, რომლებიც უბრალოდ წარმოებაშიც არ არის. ეს „მინი-ვენი“ ბრუნეის სულთნის უიშვიათესი და უნიკალური ავტომობილების კოლექციას ნამდვილად ვერ შეედრება, თუმცა Porsche Cayenne-ის ეს ვერსია ყურადღებას მაინც იმსახურებს. 

Cayenne Turbo GT-ის „მინი-ვენი“ მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის სპეციალური შეკვეთით დამზადდა. საქმე იმაშია, რომ Facebook-ის მილიარდერი თანადამფუძნებლის მეუღლეს „მინი-ვენი“ სურდა, მაგრამ რადგან Porsche „მინი-ვენებს“ არ აწარმოებს, ცუკერბერგმა ამ პრობლემის გადაჭრა თავის თავზე აიღო და მის პროექტს, თავადვე, „მინი-ვენიც“ უწოდა.

View this post on Instagram

A post shared by Mark Zuckerberg (@zuck)

მანქანის გადაკეთების თხოვნით Wesy Coast Customs-ს მიმართა, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, ავტომობილი თავადვე დააპროექტა. ახალი დიზაინისთვის, ავტომობილს გვერდით გადასაწევი ელექტროკარები დაუმატეს. მაგრამ ეს SUV-ებისვის უცნაურობას არ წარმოადგენს, რადგან Toyota Century-ში მსგავსი ტიპის კარები უკვე შეგვხვედრია. 

სპეციალური დიზაინის Cayenne-თან ერთად, მარკმა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე 911 GT3 Touring-იც შეუკვეთა, რათა მას და მის მეუღლეს, „მსგავსი ავტომობილები“ ჰყოლოდათ. უცნობია რა დაჯდა Cayenne Turbo GT-ის „მინი-ვენის“ დამზადება, თუმცა სტანდარტული მოდელების ფასი $200 000-დან იწყება. 

მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ოფიციალურად Porsche-ს „მინი-ვენი“ უკვე არსებობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ 1980-იანი წლების Porsche B32-ზე, რომელიც ფაქტობრივად Volkswagen T3-ია, 911 Carrera-ს ძრავით. 2018 წელს, Porsche-მ უნიკალური „მინი-ვენი“, Vision Renndienst-ი შექმნა - 6-ადგილიანი ელექტრომობილი. 

თუმცა ამ შეკვეთით დამზადებულ Cayenne-ს არ აქვს Vision Renndienst-ის სავარძლების უჩვეულო განლაგება. სავარაუდოდ, Turbo GT-ს ორი ადგილი აქვს წინ, კიდევ ორი ​​შუაში და ალბათ, მინიმუმ ორი ადგილი მესამე რიგში.

მსგავსი სიახლეები