Porsche 911, Ferrari 275 GTS, Ferrari 365 GT 2 2, Ferrari 330 GTC, Porsche 356 B 1600 Cabriolet
Aa
Aa

რამდენს გადაიხდიდით ამ Ferrari-სა და Porsche-სთვის?

რუდი კლეინი თითქმის ყველა ავტომოყვარულმა იცის. ადამიანი, რომელიც გერმანიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და იქ, ევროპული კლასიკური ავტომობილების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია შექმნა. კლეინის კოლექციას, მისი გარდაცვალების შემდეგ, უკვე კოლექციონერის ოჯახი უვლის. 

კლეინის ახლა უკვე ე.წ. „მანქანათსაყრელი“ გასაყიდად Sotheby's-ის აუქციონზეც გამოჩნდა. კოლექციის გარკვეული ნაწილი, წლების გასვლასთან ერთად, სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა მათი ფასი, მაინც, რამდენიმე ათასობით დოლარს აღემატება. 

ამ ჯგუფში, ყველაზე „იაფი“ მანქანა 1965 წლის Porsche 911-ია, რომლის ღირებულებაც $3,000-$6,000-მდე მერყეობს. ამ ფასის სანაცვლოდ, ახალი მფლობელი მიიღებს თითმის „გადასაგდებ“ 911-ს, რომელსაც არც მინები აქვს, არც მაშუქები, ინტერიერიც თითქმის არ არსებობს. მას მოჰყვება 1961 წლის Porsche 356 B 1600 Cabriolet-ი. აუქციონის სახლის პროგნოზით, ამ ავტომობილის გასაყიდმა ფასმა $10 000-ს უნდა მიაღწიოს.

კოლექციაში სხვა ძვირად ღირებული ავტომწარმოებლების მოდელებსაც შევხვდებით. მათ შორისაა 1969 წლის Ferrari 365 GT 2+2, რომელსაც კორპუსის გარკვეული ნაწილები არა, თუმცა ქარხნული შასი შენარჩუნებული აქვს. თუმცა, უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, იმის თქმაც შეიძლება, რომ ამ ავტომობილს უკანა ნაწილი საერთოდ არ გააჩნია. ამის მიუხედავადაც, Sotheby's-ის აუქციონი მოდელის $25 000-$30 000-ად გაყიდვას გეგმავს. მაგრამ თუ ძრავაც გსურთ, მაშინ ცალკე შეთავაზების გაკეთებაც მოგიწევთ. ლოტი ნომერი 104-ის ფასი $10 000-დან $20 000-მდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ამ Ferrari-ის ღირებულება უკვე $55 000-ს აღწევს. 

თუმცა, აუქციონზე გამოტანილ კოლექციაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც 1966 წლის Ferrari 275 GTS-ი. მანქანას არც მგზავრებისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს, არც ბორბლები, არც წამყვანი სისტემა... ავტომობილი თითქმის არ არსებობს და მაინც, მისი ღირებულება $40 000-ს აღწევს. გასაყიდადაა გამოტანილი ორი Ferrari 330 GTC-იც. მათგან ერთად $40 000-ად, ხოლო მეორეც - $75 000-ადაა შეფასებული. 

მსგავსი სიახლეები