Aa Aa
8 ოქტომბერი 2024  |  19:00

McLaren-ის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი

1 258 ცხენის ძალა, 0-დან 200 კმ/სთ-მდე 5.8 წამში - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია McLaren-ის უახლესი მოდელის შესაძლებლობების...

F1-ისა და P1-ის მემკვიდრეობით შექმნილი „ჰიპერქარი“... „რეალური სუპერქარი“... ასე უწოდებენ McLaren-ის უახლეს მოდელს, რომელიც ავტომწარმოებლის ისტორიაში ყველაზე სწრაფი და მაღალი წარმადობის მქონე საგზაო ავტომობილია, რომელიც შექმნილა. 

ავტომობილი, რომელიც McLaren-მა ჰიბრიდული V8 ძრავით აღჭურვა, არც მეტი, არც ნაკლები - 1,258 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი კი 1 339 ნიუტონ მეტრია. მანქანის შესაძლებლობების ზრდაზე დადებითაც მისი წონის შემცირებაც მოქმედებს. McLaren W1 მის წინამორბედ P1-თან შედარებით მსუბუქია და 1 399 კილოგრამს იწონის. და საბედნიეროდ, წონის შესამცირებლად ავტომწარმოებელს არც სრულად ამძრავი სისტემა არ გამოუყენებია. პირიქით, ტრადიციას მიჰყვა და უკანა ამძრავი სისტემა შეინარჩუნა. 

შედეგად კი, ტრასაზე გადასაადგილებლად ყველაზე სწრაფი ავტომობილიც შექმნა. მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-ს 2.7 წამში აღწევს, ხოლო უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ 200 კმ/სთ-ის განვითარებას 5.8 წამს, ხოლო 300 კმ/სთ-ს 12.8 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. 

McLaren W1-ში ავტომწარმოებელმა უარი არც შიგა წვის ძრავაზე თქვა და უახლესი მოდელი MHP-8 V8 ძრავით აღჭურვა. 4-ლიტრიანი V8 დამოუკიდებლად 916 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ჰიბრიდული სისტემის დახმარებით კი, ამ მოდელის გამომუშავება 1 258 ცხენის ძალას აღწევს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას -  E-Module-ში ავტომწარმოებელმა IndyCar-ისა და Formula 1-ის ტექნოლოგია გამოიყენა და მიიღო ელექტროძრავა, რომელიც 342 ცხენის ძალით. დამატებით, ძრავა 1 384 კვტ/სთ-ის სიმძლავრის ბატარეითაა აღჭურვილი და მხოლოდ ელექტრო სისტემის გამოყენებით, 2.6 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ბატარეა და ელექტროძრავა 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. თუმცა ამ მოდელში ვერ შეხვდებით საჭისა და სამუხრუჭე სისტემის ელექტროვერსიებს, ორივე მათგანი კვლავ ჰიდრავლიკურია. 

საინტერესოა ისიც, რომ ამ მანქანას, ტრეკის „მოვალეობების შესრულებისას ფორმის ცვლილებაც“ შეუძლია. წინა და უკანა ფრთები კი აქტიურდება მაშინ, როდესაც მოდელი სარბოლო რეჟიმზე გადადის. „აქტიური გრძელი კუდი“ დიფუზორის მუშაობას აძლიერებს და მოქმედებს, როგორც საჰაერო მუხრუჭი და DRS-ფრთა. 

სარბოლო რეჟიმზე გადასვლისას McLaren W1 წინა მხრიდან 3.7 სანტიმეტრით, ხოლო უკანა ნაწილიდან - 1.8 სანტიმეტრით პატარავდება. აქტიური ფრთებისა და დაკიდების მოწინავე სისტემის გამოყენებით კი, წინა ბორბლებზე 350 კილოგრამი, ხოლო უკანა ბორბლებზე 650 კილოგრამი ნაწილდება. ავტომობილის წინა საკიდარი ჰაერის ნაკადის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი, მუხრუჭები, საჭე და სხვა მართვისთვის საჭირო ნაწილები კი მძღოლებზეა მორგებული. 

რა ეღირება McLaren-ის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი? - McLaren W1-ის ღირებულება „სულ რაღაც“ $2.1 მილიონიდან დაიწყება, McLaren Special Operations-ის საშუალებით კი, მისი რამდენიმე ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. აქვე გეტყვით, რომ ავტომწარმოებელი ამ მოდელის მხოლოდ 399 ერთეულად გამოშვებას გეგმავს, მყიდველები კი ოთხწლიან ულიმიტო გარბენის გარანტიას და 6-წლიან გარანტიას მიიღებენ ბატარეის მუშაობაზე. 

გაზიარება: