თოვლმავალი, CallAir YC4-2, CallAir
Aa
Aa

1948 წლის თოვლმავალი საუკეთესო საფოტსო ავტომობილია

უფრო მეტად თვითმფრინავი, ვიდრე მანქანა: ეს YC4-2, ზამთარში, საფოსტო გზავნილების გადასატანად გამოიყენებოდა. 

ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურმა ახალი თაობის Oshkosh-ის საფოსტო ავტომობილები წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია, Grumman LLV-თან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, მისმა დიზაინმა მაინც ბევრი დააბნია. ნაწილმა ის ბავშვების ნახატსაც შეადარა. 

თუმცა ეს შედარება, რა თქმა უნდა, არ ეხება 1948 წლის CallAir YC4-2-ს, ე.წ. „თოვლმავალს“, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო საფოსტო ავტომობილია, რომელიც ოდესმე შექმნილა. CallAir-ის მუზეუმის განცხადებით, CallAir YC4-2 თოვლმავალის წინამორბედი იყო და კომპანიის მიერ წარმოებული თვითმფრინავების ადაპტაციას წარმოადგენდა. 

ამით აიხსნება ამ „თოვლის ავტომობილის“ უჩვეულო დიზაინიც. „მანქანას“ სამი თხილამური და აეროდინამიკურად ოპტიმიზებული კორპუსი აქვს. მას უერთდება უკანა, 3.1-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელიც ხის პროპელერს აძლიერებს.

„თოვლმავალი“ მხოლოდ ერთი მგზავრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა კეთილმოწყობილია საჭირო ნივთებითა და ინვენტარით, მათ შორისაა: სამწახნაგიანი საჭე, კომპასი და სალონის გამათბობელი. ეს უკანასკნელი CallAir-ის მძღოლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან ძირითადად „მანქანა“ ზამთრის უმკაცრეს პირობებში და თოვლში გადასაადგილებლად გამოიყენებოდა. 

საფოსტო სამსახურმა შემდგომში ეს „თოვლმავალი“ Wyoming Fish and Game-ს გადასცა. 1970-იან წლებში ავტომობილი კიდევ ერთხელ გაიყიდა და ამჯერად უკვე, კვლავ, Call-ის კომპანიამ შეიძინა, მისი ისტორიული მნიშვნელობაც დააფასა და საბოლოოდ, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, „თოვლმავალი“ აღადგინა. 

ამჯერად YC4-2 კვლავ აუქციონზეა გამოტანილი. ახალი მფლობელი, „თოვლმავალთან“ ერთად მისი აღდგენის ოფიციალურ დოკუმენტაციას და CallAir-ის ქარხნულ ბროშურას მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები