ავარია, McLaren, იუთუბერი, McLaren 570S
Aa
Aa

„იუტუბერმა“ პირდაპირ ეთერში McLaren 570S-ი დაამტვრია

პოპულარულმა „იუტუბერმა“ ჯეკ დოჰერტმა, პირდაპირი ტრანსლაციის დროს, McLaren 570S-ი დაამტვრია. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ავარიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, თუმცა ამ ინციდენტში მონაწილე ერთადერთი პირიც, მხოლოდ დოჰერტი იყო. 

„იუტუბერს“ პლატფორმაზე თითქმის 15 მილიონი გამომწერი ჰყავს, ძირითადად იუმორისტული კონტენტის დამსახურებით. ეს ინციდენტი კი შაბათ დილას, მაიამიში მოხდა. მაშინ, როდესაც დოჰერტი ავტომობილით წვიმაში გადაადგილდებოდა. „იუტუბერი“ მანქანის მართვის პარალელურად მობილურს იყენებდა და Kick-პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში იყო ჩართული. ტრანსლაციისას, დოჰერტმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და McLaren 570S-იც, შუა მაგისტრალზე დაამტვრია. 

საბედნიეროდ არც მძღოლი და არც მაგისტრალზე მყოფი სხვა ავტომობილები დაზარალებულა. მცირედი დაზიანებები მიიღო დოჰერტის ოპერატორმა. დაზიანების მიუხედავადაც, კადრებში ჩანს, რომ დოჰერტი ოპერატორს გადაღების გაგრძელებას სთხოვს და არა ერთი, არამედ ორი მობილურით. 

ინციდენტის გარდა კრიტიკა „იუტუბერმა“ მისი ქმედებებისა და ქცევების გამოც დაიმსახურა. კომენტარებში ბევრი მას მანქანის მართვისას ტელეფონის გამოყენებისთვის და წვიმაში მაღალი სიჩქარით გადაადგილებისთვისაც აკრიტიკებდა. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ ოპერატორის დახმარების მაგივრად, „იუტუბერი“ მისგან გადაღების გაგრძელებას ითხოვდა. 

YouTube-გვერდის ინფორმაციით, დოჰერტმა წარსულში ეს McLaren-ი $202 000-ად შეიძინა. ინციდენტის შედეგად, ავტომობილი ბარიერს შეეჯახა და მისი წინა ნაწილი თითქმის სრულად განადგურდა. სოციალურ ქსელში მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მანქანის აღდგენა, ავარიის შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელი იქნება. 

მსგავსი სიახლეები