Aa Aa
11 ოქტომბერი 2024  |  16:31

მსოფლიოში პირველი, 2-ტურბინიანი Lamborghini Revuelto

მსოფლიოში პირველი, ორტურბინიანი Lamborghini Revuelto, 2 000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. 

თითქმის ათ წელზე მეტია, ჩრდილოეთ კაროლინაში დაარსებული კომპანია Underground Racing-ი მსურვებელებს მათი Lamborghini-ის შესაძლებლობების ზრდას სთავაზობს. ამჯერად ყურადღება ფირმის ახალმა პროექტმა მიიპყრო: Underground Racing-მა პირველი, ორტურბინიანი Lamborghini Revuelto წარადგინა, რომელიც 2 000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

ამერიკულმა კომპანიამ Lamborghini Revuelto 6.5-ლიტრიანი, V8 ძრავით აღჭურვა. პროექტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა Underground Racing-მა მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე განათავსა. ერთი რამ, რაც კომპანიამ ინჟინრებისგან დაჟინებით მოითხოვა იყო განეახლებინათ V12 ისე, რომ ძრავას სულ მცირე 2 000 ცხენის ძალის გამომუშავება შესძლებოდა. 

პროექტზე მუშაობის პერიოდში, ძრავის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიამ სპეციალური შეკვეთით, გამონაბოლქვი სისტემაც დაამზადებინა. პროგრამული უზრუნველყოფა კი, JRR M1-ის ძრავის მართვის სისტემით გაკონტროლდება. Underground Racing-ის განცხადებით, ავტომობილი 2 000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს, რაც სტანდარტულ Revuelto-ზე 999 ცხენის ძალით მეტია. 

დანარჩენ შემთხვევაში მხოლოდ დაშვებების გაკეთებაა შესაძლებელი. სტანდარტული Revuelto, ქარხნული ძრავით, 725 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, მოდიფიცირებულის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელიც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Underground Racing-ის გუნდმა Lamborghini-ის V12-ზე იმუშავა. კომპანია ორტურბინიან ვერსიებს გვთავაზობს Murcielago-სა და Aventador-ის მოდელებისთვისაც გვთავაზობს. მათგან ეს უკანასკნელი (Aventador) სარბოლო საწვავზე მუშაობდა და 1 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 

გაზიარება: