Lamborghini, Lamborghini Revuelto, Murcielago Murcielago, Murcielago Aventador
Aa
Aa

მსოფლიოში პირველი, 2-ტურბინიანი Lamborghini Revuelto

მსოფლიოში პირველი, ორტურბინიანი Lamborghini Revuelto, 2 000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. 

თითქმის ათ წელზე მეტია, ჩრდილოეთ კაროლინაში დაარსებული კომპანია Underground Racing-ი მსურვებელებს მათი Lamborghini-ის შესაძლებლობების ზრდას სთავაზობს. ამჯერად ყურადღება ფირმის ახალმა პროექტმა მიიპყრო: Underground Racing-მა პირველი, ორტურბინიანი Lamborghini Revuelto წარადგინა, რომელიც 2 000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

ერთი რამ, რაც კომპანიამ ინჟინრებისგან დაჟინებით მოითხოვა განეახლებინათ Lamborghini Revuelto 6.5-ლიტრიანი V12 ისე, რომ ძრავას სულ მცირე 2 000 ცხენის ძალის გამომუშავება შესძლებოდა. პროექტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა Underground Racing-მა მოდელის ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე განათავსა. 

პროექტზე მუშაობის პერიოდში, ძრავის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიამ სპეციალური შეკვეთით, გამონაბოლქვი სისტემაც დაამზადებინა. პროგრამული უზრუნველყოფა კი, JRR M1-ის ძრავის მართვის სისტემით გაკონტროლდება. Underground Racing-ის განცხადებით, ავტომობილი 2 000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს, რაც სტანდარტულ Revuelto-ზე 999 ცხენის ძალით მეტია. 

დანარჩენ შემთხვევაში მანქანების შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდების გაკეთებაა შესაძლებელი. სტანდარტული Revuelto, ქარხნული ძრავით, 807 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, მოდიფიცირებულის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელიც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Underground Racing-ის გუნდმა Lamborghini-ის V12-ზე იმუშავა. კომპანია ორტურბინიან ვერსიებს გვთავაზობს Murcielago-სა და Aventador-ის მოდელებისთვისაც გვთავაზობს. მათგან ეს უკანასკნელი (Aventador) სარბოლო საწვავზე მუშაობდა და 1 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 

მსგავსი სიახლეები