სუპერქარები, ქარიშხალი, ამერიკის შეერთებული შტატები
Aa
Aa

ფლორიდის ქარიშხლის დროს „სუპერქარები“ უპატრონოდ მიატოვეს

Aston Martin-ი, Ferrari, Corvette, G Class-ი... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ძვირად ღირებული მოდელების, რომლებიც ფლორიდაში „მილტონის“ ქარიშხლის გამო მიატოვეს. 

ქარიშხალი „მილტონი“ ორშაბათს დილით, ფლორიდის შტატს დაატყდა თავს. წინასწარი შეფასებები გამართლდა და შტატის გარკვეული დასახლებებისთვის, ქარიშხალი, დამანგრეველი აღმოჩნდა. ამერიკული მედია გარდაცვლილებისა და დაზარალებულების შესახებ წერს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოებიც, სადაც განადგურებული სახლები, შენობები და მანქანები ჩანს. 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ქარიშხლისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, მოსახლეობას საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდა. მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მთავრობის მოთხოვნა გაითვალისწინა და დროებით, უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ადამიანების ნაწილს გარკვეული ნივთების დატოვებაც მოუხდა და ამ „მიტოვებულ ნივთებში“, ბევრი ძვირად ღირებული „სუპერმანქანაც“ მოხვდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ადამიანთა სიცოცხლეს ეხებოდა, ეს ფაქტი გასაკვირი არ უნდა იყოს. 

კადრებში, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით ვირუსულად გავრცელდა, ჩანს ბევრი ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლებიც ქარიშხლის შედეგად უკვე დაზიანებულიცაა. მათ შორისაა რამდენიმე Aston Martin-ი, G Class-ი, Corvette, Porsche, Lamborghini და ა.შ. 

მანქანების დიდი ნაწილი სწორედ ისეთია, როგორიც ფლორიდის შტატში მცხოვრებლებს ახასიათებთ - ახალი, ძვირად ღირებული და ეგზოტიკური. არის რამდენიმეც, რომელიც ქარიშხალს დაუზიანებლად გადაურჩა - მაგალითად, C3 Corvette. 

@gucci_lemon_reloaded

Didn’t expect my video to blow up. Storm should be hitting us Wed into Thurs. Stay tuned for part 3.

♬ original sound - Gucci_lemon_reloaded

საინტერესოა, რომ ავტოფარეხები, რომლებიც ზღვის დონიდან შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, არ არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც მფლობელები თავიანთი მანქანების დაცვას ცდილობენ. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ C8 Corvette-ის მფლობელს მანქანა გიგანტურ, ერთჯერად ცელოფანში ჰყავს შეხვეული. 

კიდევ ერთი გზა კი, რომელიც მძღოლებმა მანქანების დასაცავად აირჩიეს, მათი შემაღლებულ ადგილას, ხიდებზე გაჩერება აღმოჩნდა. Twitter-ზე განთავსებულ ფოტოზე ჩანს ათობით მანქანა, რომელიც პინელას ოლქში, ხიდზეა დაპარკინგებული. 

მსგავსი სიახლეები