Aa Aa
15 ოქტომბერი 2024  |  19:22

ვარსკვლავური რბოლები - All-Stars წყვილთა რბოლა ლილოში

20 ოქტომბერს „ლილო არენაზე“, All Stars Management-ისა და Georgian PetrolHeads-ის ორგანიზებით, „ყველაზე მაღალოქტანური რბოლა“ გაიმართება. მონაწილეები ერთმანეთს წყვილებში შეეჯიბრებიან. წესები მარტივია - ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს, ის გაიმარჯვებს.

რბოლის ფორმატი წლის სხვა, ჩვეულებრივი წყვილთა რბოლებისგან განსხვავებული იქნება. All Stars-ში 8 სპეციალურად მოწვეული მრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. ეს ადამიანები რადიკალურად განსხვავებული სფეროებიდან არიან, თუმცა  მათ ერთ რამ - მანქანების სიყვარული აერთიანებთ. მაყურებელი სარბოლო ამპლუაში იხილავს ცნობილ დიზაინერ ზვიად ციკოლიას, პლასტიკურ ქირურგ კონსტანტინე სულამანიძეს, დრიფტერებს - ნოდო კოდუას და ირაკლი შალიკაშვილს, მსოფლიო რეკორდსმენ გიორგი გახელაძეს და ავტომრბოლელებს - სანდრო ცხადაძეს, გიორგი კიკნაძეს და თენგო გოგილაშვილს. 




რბოლაზე ისეთ მანქანები იქნება წარმოდგენილი, როგორიც Porsche 718 GT4 RS-ი, Porsche 911 Turbo S-ი, Porsche Cayman GTS, Legend Car-ი, Toyota Supra, Subaru Impreza STI და BMW E36 330 Compact-ია. წარმოგიდგენიათ რა სანახაობა გელოდებათ?

შეჯიბრი 15:00-ზე დაიწყება. ადგილზე მოსულ მაყურებელს ცეცხლოვანი რბოლა, ძრავების განწირული ხმები და ბევრი ემოციური მომენტი დახვდებათ. და საუკეთესო ნაწილი? დასწრება უფასოა! 

გაზიარება: