ახალი Corvette ZR1 სერიული წარმოების უსწრაფესი ამერიკული ავტომობილია
Corvette ZR1 ყველაზე სწრაფი ავტომობილია, რომელიც GM-ს ოდესმე შეუქმნია.
ყველამ იცის, რომ ახალი, 2025 წლის Chevrolet Corvette ZR1 მაღალი სიჩქარით გამოირჩევა. ეს მოდელი 2-ტურბინიანი, 5.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 1 064 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 345 კმ/სთ-ია. თუმცა ეს შეზღუდვა, Corvette-მა, ოფიციალური გარბენის დროს, თავადვე გაანადგურა.
ATP Automotive Testing-ზე, გერმანიაში, მაღალსიჩქარიანი ოვალურ ტრასაზე ტესტირებისას, Corvette-მა ახალი რეკორდი დაამყარა. მაქსიმალური სიჩქარის დაფიქსირებისას, ZR1-ს GM-ის პრეზიდენტი მარკ როისი მართავდა, მგზავრის სავარძელში კი - კომპანიის მთავარი ინჟინერი იყო.
გერმანიის ტრასაზე ოფიციალური ტესტირებისას, Corvette-ის სიჩქარემ 375 კმ/სთ-ს მიაღწია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერიული წარმოების ნებისმიერი ამერიკული და ამასთან ერთად, $1 მილიონამდე ღირებულების ნებისმიერი ავტომობილისთვის.
საინტერესოა ისიც, რომ Chevy-ის გუნდის მტკიცებით, Corvette-მა 370კმ/სთ-ზე მეტი, იმავე ტესტირების დროს, რამდენჯერმე დააფიქსირა. შესაბამისად, მაქსიმალური სიჩქარის გარღვევას ერთჯერადი სახე არ ჰქონია.
მოცემული ZR1, ტესტირების დროს, რაიმე სპეციალურ აღჭურვილობას არ იყენებდა. ავტომობილს ჰქონდა სტანდარტული შასი და აეროპაკეტი, სტანდარტული სპოილერით, Michelin Pilot Sport 4S-ის საბურავებით და ალუმინის დისკებით. ტესტირებისას Chevrolet-მა Top Speed რეჟიმი გამოიყენა, რომელიც მაქსიმალური სიჩქარის განსავითარებლად, შასის მართვის სისტემას ცვლის.
რაც შეეხება სატესტო ტრასას: ეს მაღალსიჩქარიანი ოვალური ტრასა 12 კილომეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 50 გრადუსზეა დახრილი.