ილონ მასკი, Tesla, რობოტაქსი, ჰუმანოიდი რობოტი, რობოვენი, Volkswagen VW XL1
Aa
Aa

„მე, რობოტის“ რეჟისორი Tesla-ს დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ, Tesla-ს მიერ გამართულმა ღონისძიებამ, საზოგადოების ყურადღება მარტივად მიიპყრო. ილონ მასკის კომპანიამ ღონისძიებაზე ჰუმანოიდი რობოტი, რობოტაქსი და რობოვენი წარადგინა.

Tesla-ს ღონისძიებამ სახელწოდებით, „ჩვენ, რობოტი“, საზოგადოების ორაზროვანი დამოკიდებულება დაიმსახურა. ნაწილი Tesla-ს ახალი „პროექტებით“ აღფრთოვანებული იყო, ნაწილიც კრიტიკულად განწყობილი, ანდაც შეშინებული. უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა კომპანია ფილმის - „მე, რობოტის“ დიზაინის მოპარვაშიც დაადანაშაულა.

მასკის ღონისძიებაზე 2000-იანი წლების ფილმის გავლენა, ერთი შეხედვით - სახელწოდებიდან დაწყებული, დიზაინით დასრულებული - შეიძლება ითქვას, რომ იგრძნობოდა. მასკის ღონისძიებას ფილმის რეჟისორი, ალექს პროიასიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ X-ით მასკს მიმართა:

„ჰეი, ილონ, შეგიძლია ჩემი დიზაინი დამიბრუნო?“

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სწორედ ჰუმანოიდი რობოტებისა და ფილმსა თუ რეალურ ცხოვრებასთან მსგავსებას განიხილავს, არანაკლებ საინტერესო ფილმისა და Tesla-ს მანქანების მსგავსებაა. მაგალითად, თვითმართვადი რობოვენი უპილოტო მიწოდების სერვისის მანქანებს ჰგავს, რომლებიც ფილმში ჩანს, ხოლო საუბარი, რობოტაქსსა და მთავარი გმირის ავტონომიურ მანქანას შორის არსებულ მსგავსებაზეც შეიძლება.

განხილვის თემად იქცა რობოტაქსის მსგავსება Volkswagen-ის VW XL1-თან. „მე, რობოტში“ მთავარი გმირის ეს ავტომობილი VW-ის მიერაა შექმნილი. ავტომობილი Audi RSQ კონცეფციაა და ერთგვარი პროგნოზია იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ავტომობილები, რეალურად, 2035 წლისთვის.

მსგავსი სიახლეები