Aa Aa
16 ოქტომბერი 2024  |  19:34

GM-ის ახალი ტაქტიკური სატვირთო, Silverado ZR2-ის „მოპარული ვერსიაა“

GM Defense-ის ახალი თაობის, ტაქტიკური მანქანის პროტოტიპის მიღმა, რეალურად, ძალიან ნაცნობი Chevrolet Silverado 2500HD ZR2 იმალება. თუმცა რეალურად, ის უფრო მეტია, ვიდრე სატვირთო მანქანა - შეჯავშნული, სპეციალიზებული ფუნქციებით. მანქანა მკაცრი, ტაქტიკური სიტუაციებისთვისა შექმნილი და Silverado-ს სიძლიერეს სამხედრო დონის შესაძლებლობებთან აერთიანებს.

საგზაო მოდელის მსგავსად, სამხედრო ვერსია GM-ის 2.8-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა ZR2-ისტან განსხვავებით, ამ მოდელს წინა და უკანა ღერძზე ელექტროძრავები და 12-მოდულიანი ბატარეის ნაკლებიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილს, სრულად ელექტრორეჟიმზეც შეუძლია მუშაობა.

ეს უკანასკნელი საბრძოლო ველისთვის მოსახერხებელია. Silent Drive-ისა და Silent Watch-ის ფუნქციები,  მაღალი საფრთხის შემცველ ზონებშიც ჩუმად გადაადგილების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ GM-ს არ დაუზუსტებია, თუ რა მანძილის გავლა შეუძლია მანქანას ერთი დამუხტვით, ის გვპირდება „ტაქტიკურად მნიშვნელოვან დიაპაზონს მისიის გახანგრძლივებული პერიოდით“.

ავტომობილის ორ, ოთხ და ექვსადგილიანი ვერსიები დამზადდება. GM-ის ახალი ტაქტიკური სატვირთო ოპტიმიზირებული იქნება სხვადასხვა სახისა და სირთულის მისიებისთვის, მათ შორის: ბრძანება და კონტროლი, უპილოტო საჰაერო სისტემებთან გამკლავება, ევაკუაცია და ა.შ. ავტომობილი დაცულია გადაბრუნებისგან, აქვს ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი და 360-გრადუსიანი კამერა.

GM-ი უახლესი ტაქტიკური ინოვაცია, ამჟამად, აშშ-ის სამხედრო ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრასა და გამოფენაზეა წარმოდგენილი.

 

გაზიარება: