BMW, ძრავა, ზეთი
Aa
Aa

BMW-ის ეს გაფუჭებული ძრავა ზეთის შეცვლის წესებს „თავდაყირა აყენებს“

2010-იანი წლების შუა პერიოდში გამოშვებულ BMW-ის ტურბოძრავებს კარგი რეპუტაცია ნამდვილად არ აქვთ. მძღოლთა უმრავლესობისთვის ეს ძრავები არასანდოდ აღიქმება, რასაც მათთან დაკავშირებული რამდენიმე ძირითადი პრობლემა -  მათ შორის ჯაჭვის მიმმართველის დეფექტი უდევს საფუძვლად.

I Do Cars-ის YouTube-არხმა გადაწყვიტა გაეგო თუ რა ხდება BMW-ის ამ ძრავის შიგნით. მათ N26 ოთხცილინდრიანი ძრავა სრულად დაშალეს და გასაკვირი არაა, რომ ამ შემთხვევაშიც გაფუჭებული ძრავის მთავარ პრობლემად ჯაჭვის მიმმართველი დაასახელეს.

BMW-ის ძველი რეკომენდაცია, ძრავაში ზეთის შეცვლისთვის საშუალოდ 15 000 მილის (24 000 კმ) ინტერვალს აწესებდა. თუმცა როგორც ეს ვიდეო ამტკიცებს, ამ ინტერვალის მკაცრი სიზუსტით დაცვა შესაძლოა პირიქით, დამღუპველიც კი აღმოჩნდეს ძრავისთვის. მიზეზი მარტივია: დროთა განმავლობაში ნალექი და ლაქი გროვდება, რაც ძრავის კომპონენტებს აზიანებს.

ძრავის დაშლისას წამყვანმა ძრავაში ჯაჭვის მიმმართველის ნაწილებიც აღმოაჩინა. ასევე დაგროვებული ნალექი და ლაქიც. ჯაჭვის მიმმართველის ნაწილებით გაჭედილი იყო ზეთის ტუმბოს მილიც, რამაც ძრავის ცვეთა და დაზიანებაც გამოიწვია.

BMW-ის ახალი რეკომენდაციებით ძრავაში ზეთი ყოველ 10 000 მილზე (16 000 კმ). თუმცა რეალურად, თუ ამ ვიდეოს შედეგებსაც გავითვალისწინებთ, ზეთის შეცვლისთვის იდეალური პერიოდი 7 000 მილამდეა (11 000 კმ). ამ პერიოდის დაცვა, ძრავას განადგურებისგან დაიცავს და უფრო ხარჯიან პრობლემებსაც აგაცილებთ თავიდან.

მსგავსი სიახლეები