Alfa Romeo, შიგაწვის ძრავა, Stellantis, Stelvio, Giulia
Aa
Aa

მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, Alfa Romeo შიგაწვის ძრავებს შეინარჩუნებს

შესაძლოა, ახალი თაობის Giulia და Stelvio მხოლოდ ელექტრო აღარ იყოს.

2021 წლის აგვისტოში, Stellantis-მა Alfa Romeo-სთვის ახალი გეგმა წარადგინა. კომპანიის განცხადებით, 2027 წლისთვის, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში, Alfa Romeo მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდოდა. თუმცა, როგორც ჩანს, Stellantis-მა გეგმას გადახედა და ცვლილებების შეტანაც გადაწყვიტა.

Alfa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ფილიპ იმპარატომ განცხადება Paris Motor Show-ზე გააკეთა. მისი თქმით, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები, სავარაუდოდ, წარმოებაში იმაზე დიდხანს დარჩება ვიდრე ეს, თავდაპირველი გეგმით იყო გაწერილი. იმპარატომ, Stelvio-სა და Giulia-ს მომდევნო თაობებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოდელების გაყიდვები შედეგიანი არ აღმოჩნდება, კომპანიაში მათი შიგაწვის ვერსიების წარმოებასაც განიხილავენ.

ეს უკანასკნელი შესაძლებელი STLA Large პლატფორმის წყალობით გახდება, რომელიც ახალ Dodge Charger-შიცაა გამოყენებული.

Stelvio-სა და Giulia-ს მომდევნო თაობებში ვერ შევხვდებით ვერც Giorgio-ს პლატფორმას, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული ინვესტიციაა და მხოლოდ Grecale-ში, GranTurismo-სა და GranCabrio-შია წარმოდგენილი. რაც შეეხება STLA Large-ს, ის ძირითადად ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებისთვისაა შექმნილი და კვლავ თავსებადია ბენზინზე მომუშავე ძრავებისთვისაც.

შედარებისთვის, იმავე პლატფორმაზე წარმოებული ბენზინზე მომუშავე Dodge Charger-ი ორტურბინიანი, 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 420 და 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ორივე მათგანი სრულად ამძრავია, თუმცა აქვს Drive Mode-იც, რომელიც სრულ ძალას მანქანის უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

Stelvio-ს ახალ თაობას კომპანია ოფიციალურად მომდევნო წელს წარადგენს. ახალი Giulia კი 2026 წლიდან გამოვა. 2027 წლიდან უნდა ველოდოთ SUV-ვერსიებსაც, რომელიც ასევე STLA Large-ის პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული.

 

 

მსგავსი სიახლეები