Aa Aa
18 ოქტომბერი 2024  |  17:38

Lucid Air Sapphire-მა რბოლაში Tesla Model S Plaid-ი „გაანადგურა“

 მსოფლიოში ორი საუკეთესო ელექტროსედანი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

დრაგ-რბოლები შესანიშნავია იმის დასანახად, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მანქანას აჩქარება, მაგრამ U-Drag რბოლებში, ავტომობილებს მეტის გამოვლების შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად, რბოლაში ერთმანეთს ორი, რადიკალურად განსხვავებული მანქანა დაუპირისპირდა, თუმცა ორივე მათგანი, ამ კატეგორიაში საუკეთესოთა რიგებში ითვლება.

Tesla-ს Model S Plaid-ი, რომელიც 1 020 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, დამატებით $20 000-იანი პაკეტის საშუალებით კი, დამუხრუჭების გაუმჯობესებული ფუნქციებითაც გამოირჩევა - რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია U-Drag-ის რბოლებში. Lucid Air Sapphire-ი კი შედარებით მეტს, 1 234 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ტრეკის რამდენიმე რეჟიმიც აქვს.

U-Drag რბოლაში, Lucid-ი მნიშვნელოვან უპირატესობას იღებს. ფაქტობრივად, ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მეოთხედ მილ მანძილზე, პირველ შემობრუნებამდე, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. Tesla-ს შესაძლებლობების მიუხედავად, მოდელი, ფინიშის ხაზს პირველი კვეთს და Model S Plaid-ს უკან იტოვებს. ეს საინტერესო შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ Lucid-ს მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია.

საერთო შედეგი კი ასეთია: Lucid Air Sapphire-ი იმდენად სწრაფია, რომ მეორე ადგილოსან McLaren 765LT-ის 1.7 წამით ჯობნის, თავის მხრივ კი Tesla, მეოთხე ადგილს იკავებს და მარცხდება როგორც 765LT-თან და ასევე McLaren 750S-თან - საუკეთესო დროით 29.8 წამით.

გაზიარება: