Lucid Air Sapphire-მა რბოლაში Tesla Model S Plaid-ი „გაანადგურა“
მსოფლიოში ორი საუკეთესო ელექტროსედანი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
დრაგ-რბოლები შესანიშნავია იმის დასანახად, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია მანქანას აჩქარება, მაგრამ U-Drag რბოლები, ავტომობილებს მეტის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად, რბოლაში ერთმანეთს ორი, რადიკალურად განსხვავებული მანქანა დაუპირისპირდა, თუმცა ორივე მათგანი, ამ კატეგორიაში საუკეთესოთა რიგებში ირიცხება.
Tesla-ს Model S Plaid-ი, რომელიც 1 020 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, დამატებით $20 000-იანი პაკეტის საშუალებით, დამუხრუჭების გაუმჯობესებული ფუნქციებითაც გამოირჩევა - რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია U-Drag-ის რბოლებში. Lucid Air Sapphire-ი კი შედარებით მეტს, 1 234 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ტრეკის რამდენიმე რეჟიმიც აქვს.
U-Drag-ის ამ რბოლაში, Lucid-ი მნიშვნელოვან უპირატესობას იღებს. ფაქტობრივად, ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ 402 მეტრ მანძილზე, პირველ შემობრუნებამდე, სტაბილურად ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს. Tesla-ს შესაძლებლობების მიუხედავად, მოდელი, ფინიშის ხაზს პირველი კვეთს და Model S Plaid-ს უკან იტოვებს. ეს საინტერესო შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ Lucid-ს მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია.