Aa Aa
21 ოქტომბერი 2024  |  12:04

ამ Audi Q8-ს 30-იანი ქრომირებული დისკები დაუყენეს

ფლორიდაში, Audi Q8-ის მფლობელმა, Coast to Coast Customs-ს უჩვეულო თხოვნით მიმართა. მის SUV-ს 26-იანი დისკები უკვე ჰქონდა, თუმცა მფლობელს რაღაც ახალი, შედარებით უფრო შთამბეჭდავი და თვალშისაცემი სურდა.

Coast to Coast Customs-ის გუნდმა, მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, Audi-სთვის 30-იანი ქრომირებული დისკები შეარჩია. თავად Q8-ის მძღოლის შეფასებით, დისკების ზომის ზრდის მიუხედავად, SUV-ი სამართავად კვლავ ისეთივე კომფორტულია, როგორიც სტანდარტული მოდელი იყო.

Audi Q8-სთვის ახალი დისკები ამერიკულმა კომპანია Forgiato-მ სპეციალური შეკვეთით დაამზადა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, ქრომირებული დისკები მოდიდან დიდი ხნის წინ გადავიდა, ისინი, აშკარად, გარკვეული სეგმენტისთვის პოპულარობას არ კარგავს. ერთი რამ ფაქტია: Forgiat-ს შექმნილი დისკები, თავისი უჩვეულო დიზაინით, სრულად ცვლის ამ Audi-ს დიზაინს.

თუმცა, Audi Q8-ზე ამ ზომის ბორბლების დაყენება მარტივი საქმე არაა. Coast to Coast-ს გუნდს, სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოუწია, რათა 30-იანი დისკები მანქანისთვის დაეყენებინა და თან ისე, რომ მანქანას გზებზე გადაადგილება ჩვეულებრივ შესძლებოდა. ამისთვის გადაადგილდა სენსორები, შეიცვალა ინტერქულერი, ხოლო განივი ბერკეტების ახალ ზომებზე მორგებაც გახდა საჭირო.

შედეგად, Coast to Coast-ის ინჟინრებმა მიიღეს Audi, მასიური, 30-იანი ქრომირებული დისკებით, თუმცა როგორც ამტკიცებენ მართვის დინამიკური და კომფორტული გამოცდილებით. თუმცა მაინც რთულია იმის დაჯერება, რომ ეს Audi ზუსტად ისე მოძრაობს, როგორც მისი სტანდარტული ვარიანტი. რეალობასთან ახლოს რომ ვიყოთ, ბორბლების ზომაში ზრდას გავლენა ავტომობილის მართვის გამოცდილებასაც ექნებოდა და საწვავის ეკონომიაზეც.  

გაზიარება: