ძალიან იშვიათი Mercedes Unimog-ი გასაყიდად გამოჩნდა
იშვიათი U500 გასაყიდად გამოჩნდა!
Mercedes Unimog-ის ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება. როცა საქმე უგზოობას და ტვირთის გადატანას ეხება, ამ ავტომობილმა წლების განმავლობაში ნამდვილად კარგი რეპუტაცია დაიმსახურა.
ეს მანქანები ამერიკის ბაზარზე იშვიათია. 1970-იან წლებში Case Corporation-მა U-900-ები შეიყვანა, მაგრამ ეს ყველაფერი 80-იან წლებამდე გაგრძელდა. 2002 წელს DaimlerChrysler-მა ამერიკაში 200 ცალი U500-ის შეყვანა შეძლო. მარკეტინგული კამპანიაც დაგეგმილი იყო. ეს კამპანია 2007 წელს დასრულდა და მას შემდეგ Unimog-ი ამერიკაში ძალიან იშვიათ ავტომობილად იქცა.
თუ არ ჩავთვლით დამოუკიდებელი ფირმების მიერ იმპორტირებულ მანქანას, ბოლო ორასი U500 ყველაზე ახალი მოდელი გამოდის, რომელიც ამერიკის გზებს უნახავს. ერთ-ერთი მათგანი ახლა Apex One-ზე იყიდება.
2004 წლის Mercedes U500 „Matte Mercedes Designo Platinum Metallic“ ფერშია. მას მხოლოდ 30345კმ აქვს გავლილი. როგორც სურათებიდან ჩანს, ის შესანიშნავ მდგომარეობაშია და შეკეთებას არ საჭიროებს.
U500-ს პორტალური ღერძები აქვს. ის 4x4 სისტემით და ბლოკირებადი დიფერენციალითაა. 6.4-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა 949ნმ-ს აწარმოებს. ამ ყველაფერმა Unimog-ს უგზოობის მტერის რეპუტაცია გამოუმუშავა.
მანქანა ან ეტაპზე $369,000 ღირს. შესაძლოა ამ მანქანისთვის ეს ფასი ცოტა ძვირად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა და მასში გადახდილი არც ერთი თეთრი წყალში გადაყრილი არ არის.