მილიონერი ტაისონ ფიური ყოველდღიურად $650-იანი მანქანით გადაადგილდება
ტაისონ ფიური იმასთან ერთად, რომ მილიონერი და მძიმე წონაში კრივის ჩემპიონია, ძვირად ღირებული ავტომობილების კოლექციითაც გამოირჩევა. თუმცა ამის მიუხედავად, ფიური ყოველდღიურად „მოკრძალებული“ მანქანით გადაადგილება, რომლის ღირებულებაც $1 000-საც კი არ სცდება.
უნდა ითქვას, რომ ტაისონ ფიური, უდავოდ, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოკრივეა. წარმატებული კარიერის წყალობით, ფიურის ქონება რამდენიმე მილიონს დოლას შეადგენს, რაც მის ძვირად ღირებულ ქონებაშიც, მათ შორის ავტომობილებშიც გამოიხატება.
თუმცა ფიური, ავტომობილების ხშირად შეცვლითაც ცნობილია და ამიტომაც რთულად დასადგენია, თუ როდის, რა მანქანა დაგვხვდება მის ავტოფარეხში. მოკრივემ წარსულში რამდენიმე ძვირად ღირებული Rolls-Royce გაყიდა, ამჟამად კი მის საკუთრებაში Range Rover Defender-ი, Ferrari GTC4Lusso, Ferrari Portofino M და Porsche Taycan-ი შედის.
ეს ყველაფერი არაა: ამ ძვირად ღირებულ მოდელებთან ერთად, ფიურის საკუთრებაშია Ferrari-სა და Lamborghini-ს რამდენიმე მოდელიც.
რეალურად, მილიონერი მოკრივე ყოველდღიურად არა მისი ძვირად ღირებული კოლექციიდან რომელიმე მოდელით, არამედ „მოკრძალებული“ Volkswagen Passat-ით გადაადგილდება. ეს ავტომობილი ფიურიმ მხოლოდ $650-ად შეიძინა, რაც მას მოკრივის ავტოფარეხში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მანქანადაც აქცევს.
იმასთან ერთად, რომ მანქანა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამძლე მოდელია, მას კიდევ ერთი პლუსი აქვს: Passat-ი ფიურის სხვა მანქანებთან შედარებით, გზებზე ყურადღებას არ იქცევს და ცნობილ მოკრივეს, „რიგითი ადამიანივით ცხოვრებაში“ ეხმარება.