Ford, Ford Mustang, Ford Shelby GT500 Mustang
Aa
Aa

„ახალი“ 2008 წლის Shelby GT500 Mustang-ი გასაყიდადაა გამოტანილი

ახალ მდგომარეობაში მყოფი კლასიკური ავტომობილის შეძენაზე ბევრი ავტომოყვარული ოცნებობს. თუმცა მსგავსი შესაძლებლობები, დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო დიდი იშვიათობა ხდება.

მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. ცოტა ხნის წინ გასაყიდად 2008 წლის Shelby GT500 Mustang-ი გამოჩნდა, რომელიც ერთი შეხედვით ახალივით გამოიყურება და სულ რაღაც 482 კილომეტრი აქვს გავლილი. შავი ფერის Shelby, 500 ცხენის ძალის მქონე V8-ძრავითა და Tremec-ის მიერ წარმოებული 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი არც Mustang-ის ახალი თაობების მსგავსი „სუპერქარია“ და არც მაღალი კლასის სპორტული ავტომობილი, თავის დროზე, მისი შესაძლებლობები განსაცვიფრებელი იყო. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 5 წამში ავითარებდა, 402 მეტრს კი 13.8 წამში ფარავდა.

Mustang-ის მფლობელის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს Shelby, კოლექციაში არსებული სამი მოდელიდან ერთ-ერთია. დარჩენილ ორ ეგზემპლართან შედარებით, ამ Shelby-ის ყველაზე მაღალი გარბენიც აქვს.

მფლობელი 2008 წლის Shelby-ის გაყიდვას $51 000-ის ფარგლებში გეგმავს. ღირებულება საკმაოდ ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წარსულში მსგავსი მოდელები აუქციონზე ამ საფასო კატეგორიაში აქამდეც გაყიდულა.

მსგავსი სიახლეები