სადაზღვევო თაღლითობის მორიგი მცდელობა
გზები სახიფათოა, თუმცა ყველაზე ცუდი არის ის, რომ არსებობენ მძღოლები, რომლებიც ავარიებს „განზრახ“ იწვევენ. ფედერალური ხელისუფლების ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ავარიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება, რასაც ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ორი კონკრეტული ვიდეოც ადასტურებს.
აშპია ნატაშა ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაგისტრალზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც Honda Civic-ი მის ზოლში გადმოვიდა და მოულოდნელად დაამუხრუჭა. თუმცა რეალურად, გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს კვამლი - რომელიც სავარაუდოდ მანქანის საბურავებიდან ან მუხრუჭებიდან მოდის - რაც ამ ინციდენტის შემთხვევითობას ეჭვქვეშ აყენებს.
მობილურ ტელეფონზე საუბრის მიუხედავად, ნატაშამ მოახერხა საკმარისად ძლიერად და სწრაფად დამუხრუჭება და Honda-სთან ავარიაც თავიდან აიცილა. თუმცა ამჯერად Honda-ს მძღოლმა Acura SUV-ს დაარტყა და ეს, შესაძლოა ავარიის სიმულაციის მიზნითაც გააკეთა. საქმე იმაშია, რომ თაღლითები ამ საშუალებას, დაზღვევისთვის თანხის მოთხოვნის მიზნით ხშირად იყენებენ.
შემთხვევის შემდეგ Civic-დან ოთხი ადამიანი გადმოვიდა, რომლებიც სავარაუდოდ, მძღოლს უმტკიცებდნენ, რომ ინციდენტი მათი ბრალი არ იყო და ისინი, მხოლოდ დაზარალებულები იყვნენ.
ნატაშას თქმით, Civic-ის მძღოლებმა მას დაზღვევა მოსთხოვეს, შემდეგ კი მალევე ტერიტორია დატოვეს. დაზარალებული ამის შემდგომ საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, თუმცა ისინი, შემთხვევის ადგილზე არ გამოცხადდნენ - რადგან ავარიას დაზარალებული არ ჰყავდა. როგორც ნატაშა იხსენებს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და მან, იმის გააზრებაც კი ვერ მოასწრო, თუ რატომ ითხოვდა მეორე მხარე ინფორმაციის გაცვლას.
საინტერესოა, რომ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ცვლიან ავარიის შემდეგ მგზავრი და მძღოლი მანქანაში ადგილებს. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია სხვა კადრებიც, რაც ნატაშას იმედს უტოვებს, რომ გამოძიება წარმატებით დასრულდება. ცნობისთვის, დამნაშავეთა მსგავსი აღწერილობითა და ავტომობილით, განყოფილებაში რამდენიმე მოთხოვნა უკვე შესულია და გამოძიებაც მიმდინარეობს.