კალიფორნიაში Ferrari Testarossa დაიწვა
1984 წლის პარიზის ავტოშოუზე წარმოდგენილ ავტომობილებს შორის, Ferrari Testarossa ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დამამახსოვრებელი მოდელი იყო. დიდი დრო არ გასულა, სანამ ის საკულტო მანქანად იქცეოდა, მისი პოპულარობა კი, განსაკუთრებით, სატელევიზიო შოუს - Miami Vice-ს შემდეგ გაიზარდა.
დღეს, Testarossa-ს ღირებულება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, გზებზე, მათი რაოდენობა სულ უფრო კლებულობს. ამ კვირის შემთხვევის შემდეგ კი, Testarossa-ს რიცხვი კიდევ ერთით შემცირდა.
ეს კონკრეტული შემთხვევა აშშ-ში, კალიფორნიაში მოხდა. შემთხვევის ამსახველი კადრები კი სოციალურ პლატფორმა Reddit-ზე გამოქვეყნდა. Reddit მომხმარებლის თქმით, მანქანა მის მეზობელს ეკუთვნოდა, ელექტროინჟინერს, რომელიც ხშირად ყიდულობს სხვადასხვა პროექტის მანქანებს შესაკეთებლად. მისივე ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი ღამით გაუჩნდა და ვარაუდობს, რომ ხანძარი მოძველებულმა გაყვანილობამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მალევე შესაბამისი სახანძრო ბრიგადა მობილიზდა, რომელთაც ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ხანძარი ძრავის განყოფილებაში გაჩნდა და მანქანის უკანა ნაწილზეც მალევე გავრცელდა. განადგურდა, მანქანის ლეგენდარული, 4.9-ლიტრიანი, V12 ძრავა.
ხანძარი სახლზეც გავრცელდა და კედლის მცირე ნაწილი დააზიანა. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის მფლობელს ყოვლისმომცველი სადაზღვევო პოლისი არ აქვს, ეჭვქვეშაა მიიღებს თუ არა ის ავტომობილის შეკეთების გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ მიყენებული ზარალი, პირველადი შეფასებით, $200 000-ს აღწევს.