2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები | რეიტინგი
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრომობილებზე დაბალ მოთხოვნას, უმეტესად, სხვა ტიპის ავტომობილებთან შედარებით მათი მაღალი ფასი განაპირობებს. თუმცა ეს დაშვება ნამდვილად არ მართლდება Tesla-ს Cybertruck-ის შემთხვევაში, რომლის გაყიდვებიც, მისი ექვსნიშნა ღირებულების მიუხედავად, მზარდია.
Cybertruck-ის პიკაპი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაყიდვებით რიგით მესამე ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია. Kelley Blue Book-ის ანგარიშით, 2024 წლის მესამე კვარტალში, აშშ-ში Cybertruck-ის 16 692 ერთეული გაიყიდა. Tesla-ს მოდელმა მესამე ადგილზე Ford Mustang Mach-E-ის ხარჯზე გადმოინაცვლა, რომლის გაყიდვებიც მესამე კვარტალში 10%-ით, 13 392-მდე შემცირდა. მეხუთე ადგილი Honda-ს Prologue-ს ეკუთვნის, მეექვსე პოზიციაზე კი, Hyundai Ioniq 5-ია.
მარტივი გამოსაცნობია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების სამეულში სამივე მოდელი Tesla-ს ეკუთვნის. ივლისი-სექტემბრის პერიოდში, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა ახლად განახლებულმა Model 3-მა, რომლის გაყიდვები, 9.7%-ით, 58 423 ერთეულამდე გაიზარდა. პირველ ადგილს კი, 9.1%-იანი ვარდნის მიუხედავად Model Y-ის იკავებს. ამ უკანასკნელის გაყიდვებმა, მესამე კვარტალში, 86 801 ერთეულს მიაღწია.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Model 3-თან ერთად, დამატებით რამდენიმე სხვა ელექტრომობილის გაყიდვებიც შემცირდა. მათ შორის 57.8%-ით დაეცა VW ID.4-ის გაყიდვები, Tesla Model S-ის 46.7%-ით, ხოლო Hyundai-ს Ioniq 6-ის, 56.9%-თ. ამავე პერიოდში, BMW i7-ის მხოლოდ 573 ერთეული გაყიდა, ყველაზე ცუდი შედეგი კი, Genesis G80-მა დააფიქსირა. აშშ-ში ეს მოდელი მხოლოდ 155-მა პირმა შეიძინა.
საერთო ჯამში, ავტომწარმოებლების მიხედვით, აშშ-ში გაყიდული მანქანების რაოდენობით, რეიტინგის ლიდერი არის Tesla - მესამე კვარტალში გაყიდული 166 923 მანქანით. მას მოჰყვება Ford-ი, 23 509 ერთეულით, ხოლო Chevrolet-ი, 19 993 გაყიდული ავტომობილით, მესამე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება, 2024 წლის სამი კვარტლის ჯამში ყველაზე პოპულარულ ელექტრომობილებს, ამ შემთხვევაში მთლიანი სურათი მცირედით იცვლება. პირველ და მეორე ადგილებზე კვლავ Model Y და Model 3 არიან წარმოდგენილნი, თუმცა მესამე ადგილს Ford Mustang Mach-E იკავებს. Tesla Cybertruck-ი, ამ რეიტინგში, მხოლოდ მეხუთე პოზიციას სჯერდება.
შედეგად, წელს, Tesla-მ Model Y-ის 284 831 ერთეული და Model 3-ის 131 975 ერთეული გაყიდა. ორივე შემთხვევაში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაყიდვები შემცირებულია. სამაგიეროდ 23%-ითაა გაზრდილი Mach-E-ის გაყიდვები და 35 000 ერთეულს აღემატება.
2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები:
.