Honda Accord
Aa
Aa

Honda Accord-ი, წარმოუდგენლად ბევრი სპოილერით

წლების განმავლობაში მოდიფიცირებული ავტომობილების არაერთი ვერსია ვიხილეთ. თუმცა ეს Honda Accord-ი უბრალოდ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. როგორც ჩანს, ავტომობილის მფლობელი მაქსიმალურად შეეცადა, მისი მანქანა Fast & Furious-ის ერთ-ერთ პერსონაჟად ექცია, თუმცა რთული სათქმელია ეს რამდენად გამოუვიდა.

მოდიფიცირებული Honda Accord-ის ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, წარწერით: „რასაც თქვენ უყურებთ, ტექნიკურად Honda Accord-ია, თუმცა მისთვის „ჩვეულებრივის“ დარქმევა შეურაცხყოფა იქნება“.

უცნაური ცვლილებები ავტომობილის წინა ნაწილიდან, მისი უჩვეულო სპლიტერითა და ბამპერით იწყება. ჩვეულებრივ ეს ცვლილებები წინა საბურავებზე დამწოლ ძალას ზრდის, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ რეალურად, ეს ნაწილები უფრო მეტ ტურბულენტობას ქმნის და მანქანას პირიქით, ანელებს. წინა კარებზე განთავსებულია Mugen-ის ბრენდის კარბონის ნაწილები, პატარა ზომის ფრთებით.

თუმცა მთავარი მანქანის უკანა ნაწილია. ამ შემთხვევაში მფლობელმა გადაწყვიტა მანქანისთვის იმდენი ფრთა და სპოილერი დაემაგრებინა, რამდენის დატევაც ფიზიკურად Accord-ზე შესაძლებელი იყო. ფოტოებზე ჩანს დიფუზორიც, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს „ხელნაკეთია“. ფაქტია, მანქანის უკანა ნაწილზე ისეთი ქაოსია, რომ მისი შემჩნევა ტრასებზე ძალიან მარტივია.

თუმცა მოდიფიკაციები ამით არ სრულდება. მოდელს მფლობელმა Michelin-ის საბურავებიც კი დაუყენა. ამას ემატება კარბონის კაპოტი, წინა და უკანა ბორბლის შეცვლილი თაღები და კიდევ მრავალი სხვა... საერთო ჯამში, რთული სათქმელია, რომ ეს ვერსია სტანდარტულ Accord-ზე უკეთ გამოიყურება.

 

მსგავსი სიახლეები