Porsche: „მომხმარებელს კვლავ ბენზინზე მომუშავე ავტომობილები სურს“
2022 წლის დასაწყიში, Porsche-მ განაცხადა, რომ ელექტრომობილები ათწლეულის ბოლომდე, კომპანიის წლიური გაყიდვების 80%-ს შეადგენდა. გეგმა არ შეცვლილა, თუმცა როგორც ჩანს, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდიანრე, ავტომწარმოებელი მომავალი წლების მიზნების გადახედვას განიხილავს.
კომპანიის აღმარულებელი ფინანსური დირექტორის, ლუც მეშკეს განცხადებით, ჩინეთში არსებული ვითარება Porsche-სთვის დიდი გამოწვევაა. ჩინეთში, ეკონომიკური შენელების ფონზე, მცირდება ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა, მათ შორის ძვირად ღირებულ ავტომობილებზეც. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ელექტრომობილებზე, გამიზნულთან შედარებით დაბალი მოთხოვნაა.
მეშკეს განხადებით, პრემიუმ მიმართულებით, მომხმარებელთა დიდი ნაწილი არჩევანს კვლავ შიგა წვის მოდელების სასარგებლოდ აკეთებს და ეს მიმართულება „აშკარად ტენდენციადაა“ ქცეული. მეშკეს თქმით, კომპანია ამ ტიპის მომხმარებელთა მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და ბენზინზე მომუშავე და plug-in ჰიბრიდების მიმართულებას გააფართოვებს.
აღმასრულებელმა გუნდმა კომპანიას ახალი სამოქმედო გეგმაც წარუდგინა, რომლის თანახმადაც კვლევებისა და განვითარების გუნდს ექნება საშუალება იმუშაოს სხვადასხვა სახის ალტერნატივებზე, მათ შორის „ელექტრიფიცირებულ მოდელებზე, რომელთაც ახალი შიგა წვის ძრავები ექნებათ“.
მიუხედავად იმისა, რომ Porsche რჩება შიგა წვის ძრავების ერთგული, 2024 წლის უხეში რეალობა არის ის, რომ Boxster-ზე, Cayman-სა და Macan-ზე ევროპის კიბერუსაფრთხოების წესები უკვე გავრცელდა. ორი შუაძრავიანი სპორტული ავტომობილის წარმოება 2025 წლის შუა რიცხვებში დასრულდება, ამის შემდგომ კი კროსოვერსაც ვიხილავთ.