გინესის მსოფლიო რეკორდი, ჩინეთი, Roewe D7 DMH, Roewe
Aa
Aa

Roewe D7, ერთი სრული დამუხტვითა და სავსე ავზით, 2 000 კმ-ზე მეტს გადის

ჩინური ავტომწარმოებლები შემდგომი თაობის მანქანების განვითარების მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. ამჯერად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, SAIC-ის საკუთრებაში არსებულმა Roewe-მა გადადგა და მისი ახალი მოდელით გინესის რეკორდიც მოხსნა. მათ ახალ PHEV-ს (plug-in ჰიბრიდი ელექტრო სატრანსპორტო საშუალება), საწვავის შევსებისა და დამუხტვის გარეშე, განსაცვიფრებელი - 2 208 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ეს რეკორდული მაჩვენებელი Roewe D7 DMH-ს ეკუთვნის. საშუალო ზომის სედანი, რომელიც plug-in ჰიბრიდია, კომპანიამ გასულ წელს, ჩინეთში წარადგინა. 2 208 კილომეტრი მოდელმა ოთხი დღის განმავლობაში, ჯამში ხუთი ქალაქის გავლის შემდეგ, დაფარა.

საინტერესოა, რომ Roewe D7 DMH-ის მიერ გავლილი მარშრუტი მხოლოდ სწორი ტრასებითა და იდეალური ტემპერატურული პირობებით არ შემოიფარგლებოდა. ამის ნაცვლად, Roewe D7 DMH გადაადგილდებოდა ხრეშზე, ჭუჭყზე, თოვლზე, ყინულზე და სველ ასფალტზე - 1 600 მეტრის სიმაღლის სხვაობითა და -8°C-ზე დაბალი ტემპერატურით.

საინტერესოა, რომ მარშრუტი არც ბრტყელი იყო და არც გლუვი ასფალტირებული გზებით შემოიფარგლებოდა იდეალურ ტემპერატურულ პირობებში, როგორც ამას, ეფექტურობაზე ორიენტირებული რეკორდული რბენისგან, ჩვეულებრივ მოველით. ამის ნაცვლად, Roewe D7 DMH გადაადგილდებოდა ხრეშზე, ჭუჭყზე, თოვლზე, ყინულზე და სველ ასფალტზე, 1 600 მ სიმაღლის სხვაობით და -8°C-ზე დაბალი ტემპერატურით.

მოგზაურობის განმავლობაში, ავტომობილის საწვავის ავზის თავსახური და დასამუხტი პორტი სტიკერებით იყო დაფარული. ამასთან ერთად, მანქანა ოფიციალურმა პირებმაც შეამოწმეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს სწორედ ის მოდელი იყო, რომელმაც ტესტირება დაიწყო.

Roewe D7 DMH-ის plug-in ჰიბრიდული აგრეგატი მოიცავს 1.5-ლიტრიან ატმოსფერულ ბენზინზე მომუშავე ძრავასაც, რომელიც 112 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ელექტროძრავა - 204 ცხენის ძალას.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, Roewe D7 DMH-ს, ერთი სრული დამუხტვითა და სავსე ავზით, 1 400 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ განსხვავება, რეკორდს შორის 808 კილომეტრია. საერთო ჯამში, საწვავის მოხმარებამ 4-დღიანი მგზავრობისას, საშუალოდ 100 კილომეტრზე 2.5 ლიტრი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები