Aa Aa
31 ოქტომბერი 2024  |  17:26

ავსტრალიაში 20 ახალი Honda Civic Type R-ი მოიპარეს

გასულ კვირას, მძარცველთა ჯგუფმა, ავსტრალიის პორტიდან $1.3 მილიონის ღირებულების ავტომობილები მოიპარა. ჯამში, პორტ „მელბურნიდან“ მოპარულია 45 ავტომობილი, რომელთაგან ოცი, ახალი Honda Civic Type R-ია.

ქურდობა 20 ოქტომბერს, დილის სამიდან შვიდის ნახევრამდე პერიოდში მოხდა. პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი ქალი და ორი მამაკაცი, ძალის გამოყენებით, პორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მძარცველებს ქურდობისას კონკრეტული გეგმა არ ჰქონიათ, მთავარი მიზანი იყო გაეტანათ იმდენი მანქანა, რამდენსაც შეძლებდნენ. უცნობია თუ როგორ შეძლეს მძარცველებმა პორტში შეღწევა და შემდეგ, ტერიტორიიდან მანქანების წამოყვანა.

Civic Type R-ის შთამბეჭდავ რაოდენობასთან ერთად, მძარცველების მიერ პორტიდან მოპარულ მანქანებს შორისაა: სამი Skoda Kamiq-ი, ხუთი VW Golf R-ი, სამი VW Tiguan-ი, სამი Skoda Superb-ი, ორი Honda ZR-V-ი, ორი GMW Tank 300, Honda Accord, ორი Honda CR-V-ი და Mercedes-Benz Sprinter-ი.

23 ოქტომბრის მონაცემებით, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 21 მოპარული ავტომობილი. ქურდობაში მონაწილეობისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს, 32 წლის ქალსაც წაუყენეს. გამოძიება მას მანქანის არაკანონიერ ფლობას, არალიცენზირებულ მართვასა და სანომრე ნიშნების გაყალბებას ედავება. დაკავების დროს, ის ერთ-ერთი მოპარული მანქანით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა.

FL5 თაობის Civic Type R-ი ავსტრალიის ბაზარზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა. ავტომობილის საწყისი ფასი დაახლოებით $47,900-ია. მაღალი ფასის მიუხედავად, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მანქანების პირველი პარტია ავსტრალიაში მალევე ამოიყიდა.

გაზიარება: