დაივიწყეთ Purosangue: წარმოგიდგენთ Wagoneer-ს, Ferrari-ს ძრავით
სწრაფი ჯიპები დღეს უკვე აღარავის უკვირს, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ, მათ შესახებ არავინ იცოდა. დღევანდელი ისტორიის მთავარ გმირს, ჰარას, სწრაფი SUV-ი სჭირდებოდა, მაგრამ ბაზარზე მსგავსი არაფერი იყო. ამიტომაც, მისი მოთხოვნების შესაბამისად SUV-ი თავადვე შექმნა და მას Jerrari უწოდა.
რეალურად ეს მანქანა 1977 წლის Jeep Wageneer-ია, თუმცა მის კაპოტქვეშ Ferrari-ის V12 ძრავაა მოთავსებული, რომელიც 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Jerrari-ის 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სიმძლავრეს მანქანის ოთხივე ბორბალზე ანაწილებს - ან მხოლოდ უკანა ბორბლებზე, სურვილისამებრ. ჯეი ლენოსა და ფილ მაკდუგალის, რენოს ეროვნული საავტომობილო მუზეუმის პრეზიდენტის თქმით, ავტომობილი სრულად ფუნქციონირებადია.
ჰარას სურვილი იყო გადაეყვანა ხალხი ტაჰოიდან რენოში სწრაფად, უამინდობის პირობებშიც. მაკდუგალის თქმით, მან ენცო ფერარისაც თხოვნით მიმართა, შეექმნა 4WD მანქანა, თუმცა მისგან უარი მიიღო. მაგრამ ჰარას საკმარისი ფინანსები იმისთვის ჰქონდა, რომ მისი სურვილი განეხორციელებინა.
Jerrari-ის სახელით ცნობილ მოდელს ქარხნული ძრავა შენარჩუნებული აქვს. მანქანა კერძო საკუთრებაში დაახლოებით ერთი წელი იყო და ოდომეტრზე მაჩვენებლის თანახმად, ჯამში 24 ათას კილომეტრზე ოდნავ მეტი აქვს გავლილი. აღსანიშნავია, რომ შასის ძირითადი ნაწილებიც, ქარხნული Wagoneer-სგან აქვს. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ-ია.
ლენო მანქანას საკუთარი ისტორიის ნაწილს უწოდებს, რადგან მას ჰარასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მათ კი, ვისაც ავტომობილის ხილვა თავად სურს, შეუძლიათ ეროვნულ ავტომუზეუმს ესტუმრონ, სადაც Jerrari, წლის დასრულებამდე დარჩება.