Lamborghini, Tesla, Lamborghini Aventador, Tesla Cybertruck
Aa
Aa

Cybertruck-მა Lamborghini ქუჩის რბოლაში „გაანადგურა“

Tesla-ს ელექტროპიკაპსა და Lamborghini-ს შორის ძალიან ხანმოკლე ქუჩის რბოლა გაიმართა. მიუხედავად შეჯიბრის ხანმოკლეობისა, რბოლამ გარშემომყოფებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება მარტივად მიიპყრო.

შეჯიბრი გასულ კვირას გაიმართა და მალევე, რბოლის ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა. მას შემდეგ, რაც რბოლის მონაწილეები საწყისი პოზიციიდან დაიძრნენ, ყურადღების ეპიცენტრში ლურჯი ფერის „როდსტერი“ Lamborghini Aventador-ი მოექცა.

Aventador-ის მძღოლი კვეთს გზაჯვარედინს და შემდეგ უხვევს ისე, რომ მოთავსდეს Tesla Cybertruck-ის გვერდით. Lamborghini-ის რეპუტაციის, წარმადობისა და სიჩქარის გათვალისწინებით, მოულოდნელია ის, რაც შემდეგ ხდება. ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ Tesla-ს პიკაპი, Lamborghini-ის ამ მანძლზე ჩამოტოვებას შეძლებდა.

ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ მთელი პროცესი ხუთ წამზე ნაკლებს გრძელდება, რადგან ორივე მანქანა სხვა ახლომდებარე შუქნიშნისკენ მიდის. საბოლოოდ მათ გზას საცობი უკეტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდეომ ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა.

მიუხედავად ამისა, ამ „5-წამიანი ქუჩის რბოლით“ პოლიციელები დიდად აღფრთოვანებულები არ დარჩენილან. FFXNow-ის თანახმად, შტატის სამართალდამცველები აქტიურად ცდილობენ გაამკაცრონ კანონმდებლობა, რომელიც მსგავსი რბოლის მონაწილეებს შეეხება.

ამ დროისთვის უცნობია, დაადგინა თუ არა საპატრულო პოლიციამ Lamborghini-სა და Tesla-ს მძღოლების ვინაობა. მთავარი ისაა, რომ სხვა ბევრი მსგავსი შემთხვევისგან განსხვავებით, ეს „რბოლა“ უფრო სერიოზული შედეგებით არ დასრულებულა, როგორიცაა მაგალითად ავარია და დაზიანებები.

 

მსგავსი სიახლეები