Aa Aa
30 ოქტომბერი 2024  |  12:52

არშემდგარი Dodge Viper-ი

შუაძრავიანი კონფიგურაცია სპორტულ მანქანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მოჭიდებას და მართვას აშკარად აუმჯობესებს. ამ მიზეზით ახალი „კორვეტიც“ კი შუაძრავიანი გახადეს. ამერიკელი ავტომოყვარულები ძალიან ტრადიციულები არიან, შესაბამისად კლასიკური „კორვეტის“ შუაძრავიანად მიღება ცოტა გაუჭირდათ, თუმცა მალევე შეეჩვივნენ. ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელებს შუაძრავიანი „სუპერქარი“ მხოლოდ Ford GT40 და ბოლო თაობის Corvette-ია, სინამდვილეში მესამე მოთამაშეც არსებობს, უბრალოდ მისი პროექტი ფურცელზევე დარჩა.

This Is The Mid-Engine Dodge Viper Chrysler Refused To Make

1996 წელს, როდესაც Viper-ის განახლებული ვერსია გამოვიდა Dodge-ში შუაძრავიანი მოდელის პროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომელსაც GTM დაარქვეს. თავდაპირველად მაკეტი ხის კონსტრუქციისგან შექმნეს, 50-გვერდიან დოკუმენტშიც ყველა აგრეგატის განლაგება და სხვა დეტალებიც ბოლომდე იყო გაწერილი, თუმცა კომპანიის ბოსებმა პროექტი არ დაამტკიცეს. 1998 წელს პროექტი თავიდან განახლდა, მაგრამ სამწუხაროდ კვლავ გაუქმდა და ამჯერად საბოლოოდ.

Mid engine Dodge Viper : r/WeirdWheels

დიდი ხნის შემდეგ ორი მიზეზი გაირკვა, რის გამოც შუაძრავიანი „გველის“ პროექტი დახურეს: გადაცემათა კოლოფის დამზადება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მოდელის ტრადიცია. კომპანიაში ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ „ვაიპერის“ მოყვარულები ძირითადად ამერიკელები იყვნენ, შესაბამისად მათ კლასიკური წინა ძრავიანი ავტომობილი უნდოდათ და არა ამერიკული „პორშე“.

This Is The Mid-Engine Dodge Viper Chrysler Refused To Make

ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: Corvette-მა ახალი უკანაძრავიანი ვერსიით მოდელს მეორე ცხოვრება აჩუქა, ხოლო Dodge-მა ლეგენდარული Viper-ი გასულ წელს წარმოებიდან საერთოდ ამოიღო. წარმოიდგინეთ, 10-ცილინდრიანი დადაბლებული „გიურზა“ რამდენად ექსკლუზიური მანქანა იქნებოდა.

გაზიარება: