Xiaomi: 1 526 ცხენის ძალის მქონე HP SU7 Ultra
Xiaomi-მ ჯერ ნიურბურგრინგის რეკორდი დაამყარა ოთხკარიანი Xiaomi SU7 Ultra Prototype-ით, შემდეგ კი, პეკინში გამართულ ღონისძიებაზე SU7-ის ფლაგმანის სერიული ვერსიაც წარადგინა. SU7 Ultra-ს წარმატების შესახებ პირველი განცხადება სოციალურ ქსელში Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ძუნმა გამოაქვეყნა, სათაურით: „Ring Run“.
Xiaomi-ს ელექტრომობილმა ნიურბურგრინგის წრე მხოლოდ 6:46.874 წუთში დაფარა, 20 წამით სწრაფად, ვიდრე Porsche Taycan Turbo GT-მა და ოთხკარიანი მანქანებისთვის „მწვანე ჯოჯოხეთის“ ახალი რეკორდიც დაამყარა. რეკორდის დამყარებისას, EV-ის საჭესთან ბრიტანელი პილოტი დეივიდ პიტარდი იჯდა.
რეკორდის დამყარებიდან მალევე კი, პეკინში გამართულ ღონისძიებაზე კი, Xiaomi-მ SU7 Ultra-ს სერიული წარმოების მოდელიც წარადგინა. ჩინური კომპანიის შეფასებით, სერიული წარმოების ფლაგმანი, მის პროტოტიპს, „თითქმის“ არაფრით ჩამოუვარდება.
Xiaomi-მ მისი ახალი მოდელი ელექტროძრავების ტრიოთი აღჭურვა, რომელიც ჯამურად 1 526 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სისტემა ორი ფლაგმანი V8 ძრავისგან და ერთი V6-სგან შედგენა. ძრავების კომპლექტი, ამ ელექტრომობილს, Tesla Model S Plaid-სა და Lucid Air Sapphire-თან შედარებით, მნიშვნელოვან ძალაუფლებას ანიჭებს. Xiaomi-ს ინფორმაციით, SU7 Ultra 0-დან 100-ს 1.98 წამში აღწევს და 350 კმ/სთ-მდე ჩქარდება.
დამატებით, SU7 Ultra CATL Qilin-ის 2.0 ბატარეითაა აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც ელექტრომობილს 630 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ახალ მოდელში Xiaomi-მ გაგრილების სისტემაც გააუმჯობესა, რაც დადებითაც ავტომობილის წარმადობაზე აისახება. ფაქტობრივად, SU7 Ultra-მ ნიურბურგრინგის ორი წრე გადახურების გარეშე გაიარა.
ნებისმიერ ოთხკარიან სედანს, 1 500 ცხენის ძალით, ძლიერი მუხრუჭები სჭირდება. მოდელს, კომპანიამ, ოთხივე კუთხეში სტანდარტული, კარბონის კერამიკული დისკები დაუყენა, რაც მას 100 კმ/სთ-ზე გაჩერების საშუალებას აძლევს. მანქანას წინ 16.9-იანი წინა დისკებიც დაუყენეს, რომელიც ნებისმიერი არსებული წარმოების სედანში ყველაზე დიდი კარბონის დისკებია.
ვიზუალურად, მარტივი შესამჩნევია, რომ სერიული SU7 Ultra ისეთივე ექსტრემალური არაა, როგორც მისი პროტოტიპი. მოდელს აკლია ავტოსპორტის სპეციფიკური უკანა ფრთა და პატარა სპოილერი აქვს. ექსტერიერის სხვა განახლებები მოიცავს ახალ სპლიტერსა და აქტიურ უკანა დიფუზორს, რომელიც მართვის დროს რეგულირდება.
Xiaomi-ს ახალი ელექტრომობილი გაყიდვაში 2025 წლის მარტივად ჩაეშვება. მოდელის ფასი $114 000-დან დაიწყება.
.