ავარია, Mercedes-AMG SL 55, Mercedes-AMG GT 63
Aa
Aa

ტესტ-დრაივის დროს Mercedes-AMG SL 55 და GT 63 განადგურდა

ინდოეთში ტესტ-დრაივს Mercedes-ის ორი ძვირად ღირებული მოდელი შეეწირა. ეს შემთხვევა რეალურად ორი თვის წინ მოხდა, მაგრამ მისი ამსახველი მასალა ინტერნეტში მხოლოდ ახლა გავრცელდა. რაც არ უნდა იყოს, Mercedes-AMG SL 55-ისა და GT 63-ის განადგურება ყოველთვის დიდი ტრაგედიაა.

ეს ორი მოდელი ტესტ-დრაივის დროს ერთმანეთს შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ავარიაში დამნაშავე ნარინჯისფერი Mercedes-AMG GT 63 S E-ის მძღოლი იყო, რომელმაც მოულოდნელად, „სუპერქარზე“ კონტროლი დაკარგა. ამის შემდეგ მძღოლმა უკან დაიხია, წინიდან მომავალი Hyundai Accent-ისთვის თავის არიდება სცადა და სანაცვლოდ, საპირისპირო მიმართულებით მიმავალ მანქანას შეეჯახა.

ეს მანქანა Mercedes-Benz SL 55 იყო, რომელიც GT 63-ის მსგავსად ტესტ-დრაივზე იმყოფებოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე მოდელი ერთი და იმავე სადილეროდან იყო გამოყვანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა ავარიაში მონაწილე ყველა პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა Mercedes-ის ორივე მოდელი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადილერო რომელიმე მათგანის აღდგენას შეძლებს. GT 63-ის წინა ნაწილი, საბურავების ჩათვლით, ფაქტობრივად აღარ არსებობს. დიდი ალბათობით, ამ მანქანებს გზებზე ვეღარასდროს ვიხილავთ.

Mercedes-Benz SL 55 და GT 63 S E Performance ინდოეთში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. ინდოეთში SL 55 24.4 მილიონ ინდურ რუპიადაა შეფასებული, რაც 290 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. რაც შეეხება GT 63-ს, მისი ღირებულება ინდოეთში 368 000 აშშ დოლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები