Aa Aa
31 ოქტომბერი 2024  |  12:50

ეს წრიული „6-1-ში“ გზაჯვარედინი, ალბათ, ბევრ ავარიას გამოიწვევდა

თუ ოდესმე ევროპაში გიმოგზაურიათ, ალბათ იცით, თუ როგორ უნდა გადაადგილდეთ წრიულ გზაჯვარედინზე. ევროპელების აზრით ეს ძალიან მარტივია, გაერთიანებულ სამეფოში კი ამ საკითხს უფრო „მარტივადაც“ უდგებიან.

ეს წრიული გზა, სახელად „მაგიური წრიული გზაჯვარედინი“, ქალაქ სვიდონში მდებარეობს და ექვსი დამოუკიდებელი წრიული გზისგან შედგება. ამ გზაჯვარედინზე, ხუთი პატარა წრიული გზა, ერთი, შედარებით დიდი და ცენტრალური მრგვალი გზის გარშემოა განლაგებული.

1972 წელს აგებული გზაჯვარედინი სამი გზის კვეთაზე მდებარეობს. „მაგიური წრიული გზაჯვარედინის“ მახლობლად არის სახანძრო სადგური, ფეხბურთის მოედანი, სავაჭრო ცენტრი, სკოლა და რამდენიმე საცხოვრებელი უბანი, რაც ნიშნავს, რომ ამ გზას, ყოველდღიურად, საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს.

ჯერჯერობით, ამ გზაჯვარედინზე, არცერთი საგზაო ინციდენტი არ დაფიქსირებულა. თუმცა კონსტრუქციის სირთულიდან გამომდინარე ისმის ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა ამ ტერიტორიაზე მსგავსი განლაგების გზაჯვარედინის არსებობა?

1970-იან წლებში ჩატარებული კვლევები და ტესტირებები აჩვენებს, რომ პატარა მასშტაბის წრიული გზები, დიდ წრეებთან შედარებით, სატრანსპორტო გადაადგილებას 25%5-35%-ით აუმჯობესებს. ფოტოსაც თუ დავაკვირდებით, მაგალითად, იმმძღოლებს, რომლებიც Fleming-ის გზიდან, Queen's Drive-სკენ გადაადგილდებიან, გზაჯვარედინზე შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ და ძირითადად სწორ გზაზე უწევთ მანქანის მართვა.  

ის ფაქტიც, რომ ეს გზაჯვარედინი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთ ხელისუფლებას შეუცვლია, გარკვეულწილად მის ეფექტიანობაზე მიუთითებს. ასე, რომ უბრალოდ გზებზე არსებულ აღნიშვნებს მიჰყევით და კანონის შესაბამისად მართეთ მანქანა, ამ გზაჯვარედინზე სხვა არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.

ამის მიუხედავადაც, მოსახლეობაში ამ კონსტრუქციასთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილის მტკიცებით, „მაგიური წრიული გზაჯვარედინი“, სტანდარტულებთან შედარებით უფრო მოსახერხებელია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2008 წელს, ბრიტანულმა ჟურნალმა Auto Express-მა ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გზაჯვარედინად დაასახელა.

გაზიარება: