როგორ გამოიყურება სრულყოფილი AMG Hammer Restomod-ი?
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ აუქციონზე, გასაყიდ ლოტებს შორის Mercedes-Benz 560SEC გამოჩნდა. $250 000-ად შეფასებული მოდელის მაღალ ღირებულებას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: ეს რესტომოდის უიშვიათესი მოდელია.
560SEC-ის მოდერნიზებულ ვერსიაზე ამერიკულმა კომპანია Bespoke Orange County-მა იმუშავა. განახლებულ მოდელს კომპანიამ AMG Hammer-ის სტილის კარბონის ფრთები, კარბონის ბამპერები და ახალი, 17-იანი საბურავებიც დაუყენა.
ამ მოდელის კაპოტქვეშ ახალი თაობის Mercedes-AMG-ის 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავაა მოთავსებული. AMG Hammer Restomod-ის ძრავაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ფოლადის გამონაბოლქვი სისტემაცაა წარმოდგენილი, რომელსაც კომპანიამ 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი დაურთო. ეს უკანასკნელი ძრავის სიმძვლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
Bespoke Orange County-მა ექსტერიერთან ერთად, ცვლილებები მანქანის ინტერიერშიც შეიტანა და სალონი მთლიანად კრემისფერი ტყავით დაფარა. მანქანის სალონში ხის დეტალებსაც ვხედავთ, ასევე McIntosh MX406 head unit-სა და Focal-ის დინამიკებს. ოდომეტრს თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ Mercedes-Benz 560SEC-ს დაახლოებით 64 000 კილომეტრი აქვს გავლილი.
უცნობია თუ რა დაჯდა მანქანის მოდიფიცირება. თუმცა ფაქტია, რომ განახლებებმა მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. აუქციონის დასრულებამდე ერთი კვირა დარჩა, აუქციონის ვებგვერდზე კი, ამჟამად, მანქანის ღირებულებად $275 000-ია.