ელექტრომობილების გარეშეც, Mazda-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა
ამერიკის შეერთებულ შტატებში Mazda-ს გაყიდვები იზრდება და კომპანია იმედს იტოვებს, რომ ეს მაჩვენებლები, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მიმდინარე წელს, მხოლოდ აშშ-ში გაყიდული 400 000 ერთეული ავტომობილით კი, იაპონური კომპანია ახალი რეკორდის დამყარებისკენ მიისწრაფვის.
გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში Mazda-ს გაყიდვები 23%-ით, 363 354 ერთეულამდე გაიზარდა. თუმცა მხოლოდ ამ წლის სექტემბერში, კომპანიამ 312 452 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით მაღალი მაჩვენებელია.
გაყიდვების ზრდაზე დადებითად CX-70-ისა და CX-90-ის გამოშვება აისახა. პარალელურად, Toyota-სთან თანასაკუთრებაში არსებულ ქარხანაში, კომპანიამ CX-50-ის წარმოებაც გაზარდა.
Mazda-ს ჩრდილოეთ ამერიკული ნაწილის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ დონელის პროგნოზით, აშშ-ში კომპანიის გაყიდვები წელს 450 000 ერთეულს აღწევს. თავდაპირველი გეგმით, 500 000-იანი ნიშნულის მიღწევა იგეგმებოდა, თუმცა ამის შემდეგ კომპანიამ პროგნოზებს გადახედა.
გაყიდვების ზრდაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ Mazda-ს გაყიდულ ავტომობილებს შორის, ელექტრომობილებს არ ვხვდებით. კომპანია ძირითადად ჰიბრიდების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
ავტომობილების მწარმოებელი სტაბილურად აფართოებს ჰიბრიდული და plug-in ჰიბრიდული მოდელების ხაზს. მომავალ თვეში ის CX-50 ჰიბრიდის მიწოდებასაც დაიწყებს და ვარაუდობს, რომ ახალ თაობა, CX-50-ის გაყიდვების 40%-ს მიაღწევს.