Waido: მსოფლიოში პირველი განიერკორპუსიანი Cybertruck-ი
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Tesla-მ საკმაოდ უჩვეულო და უხეში ფორმების მქონე ელექტრომობილი წარადგინა. გამოსვლის პირველივე დღიდან, Cybertruck-ის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა თუმცა ფაქტი ერთია: Tesla-ს ელექტროპიკაპის გაყიდვები, მისი მაღალი ფასის მიუხედავად, ყოველწლიურად იზრდება.
მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ Cybertruck-ს უკვე საკმარისად უჩვეულო გარეგნობა აქვს, ალბათ ჯერ სჯობს მისი განიერკორპუსიანი ვერსია ნახოთ. ამ მოდელს Waido ეწოდება და ის მსოფლიოში პირველი განიერკორპუსიანი Cybertruck-ია.
მოდელზე ამერიკულმა კომპანია Stars In The Ceiling-მა იმუშავა. ფასიც სოლიდურია: ნაკრების ღირებულება $9 990-დან იწყება, თუმცა მისი წარმოება მხოლოდ 100 ერთეულით შემოიფარგლება.
Stars In The Ceiling-ის მიერ შემოთავაზებული ნაკრები პლასტმასისგანაა დამზადებული და მანქანას ისე ერგება, რომ Cybertruck-ის ორიგინალი ძარა დაჭრას და გადაკეთებას არ საჭიროებს. განახლებული წინა და უკანა ფრთები ელექტრომობილის სიგანეს 15 სანტიმეტრით ზრდის. უნდა ითქვას, რომ მანქანაში ქარხნული მაშუქები და უკანა კამერები შენარჩუნებულია.
პიკაპის ავტოპილოტის სისტემის გამართულად მუშაობის შესანარჩუნებლად, კამერების უცვლელად დატოვება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. თუმცა კამერების კორპუსებში გარკვეული ცვლილებები მაინც საჭირო გახდა. აქვე გეტყვით, რომ მოდიფიცირებულ Cybertruck-ში კომპანიამ ქარხნული დასამუხტი პორტიც შეინარჩუნა.
Waido-ს ნაკრები მხოლოდ მაშუქებით არ შემოიფარგლება. მასში განახლებული და ოდნავ უფრო აგრესიული სტილის წინა ბამპერი და გვერდითი გარსშემომდენი შედის.
Cybertruck-ის უჟანგავი ფოლადის კორპუსი სპეციალური სამხედრო საფარითაა გაფორმებული. Forgiato-ს უზარმაზარი 26-იანი დისკები კი, „ოფ-როუდ“ საბურავებშია გახვეული.