Porsche 911 GT3-ისა და Mustang-ის რბოლა
როდესაც ვსაუბრობთ Porsche 911 GT3-სა და Ford Mustang-ს შორის გამართულ რბოლაზე, შედეგი თითქოს წინასწარ ვიცით. Porsche-მ, ნაწილობრივ მისი „ლანჩ-კონტროლის“ დამსახურებით, Mustang-ი მალევე უკან უნდა ჩამოიტოვოს. ჩვენ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ხშირად სწორედ Mustang-ის მძღოლები არიან ავარიებისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილნი.
თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენი დაშვებების საპირისპიროდ წარიმართა. ეს ორი, ბევრისთვის საყვარელი მოდელი ერთმანეთს კოსტა-რიკაში გამართულ რბოლაში დაუპირისპირდა. თუმცა რთულია ამ ყველაფერს შეჯიბრი დაარქვა, რადგან სწორ ტრასაზე, Porsche-მ სულ რამდენიმე წამი გაატარა.
მაშინ, როდესაც Porsche 911 და Ford Mustang-ი ერთმანეთს გვერდიგვერდ ამოუდგნენ, ტრიბუნებზე Porsche-ს მაღალბრუნვიანი ატმოსფერული ძრავის ხმა გაისმა. მანქანის ხმიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მძღოლს „ლანჩ-კონტროლი“ ჩართული ჰქონდა, თუმცა მისი ქმედება ამის საპირისპიროს ამტკიცებს. რეალურად 911 ძალიან ნელა დაიძრა და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მძღოლმა არც კი იცოდა თუ რას აკეთებდა.
დაძვრიდან მალევე, 911 ტრასიდან უხვევს და ბარიერებს ეჯახება. ერთია, რომ შეჯახების ძალამ დამსწრე აუდიტორია ძალიან შეაშინა, თუმცა არც მძღოლი უნდა ყოფილიყო კარგ ვითარებაში, რადგან მისი 911-ის წინა ნაწილიც საკმაოდ დაზიანდა, რისი შეკეთება დაჯდება იაფი.