Nissan GT-R, BMW M4, Porsche Boxster, Lamborghini Huracán Spyder
Aa
Aa

გაერთიანებულ სამეფოში მოპარული ავტომობილები ტაილანდში აღმოაჩინეს

რვა წლის წინ გაერთიანებულ სამეფოში მოპარული მაღალი კლასის მოდელები ტაილანდში აღმოაჩინეს. მოპარულ ავტომობილებს შორის რამდენიმე მაღალი კლასის სპორტული მანქანა, რამდენიმე „სუპერქარი“ და ძვირად ღირებული მოდელებია - ჯამში, სულ 35 ერთეული.

თაღლითური სქემის ფარგლებში, კრიმინალთა ჯგუფი, ავტომობილებს გაერთიანებულ სამეფოში, სხვადასხვა დილერებისგან თაღლითურად ყიდულობდა და ტაილანდში გადაჰქონდა. რვა წლის შემდეგ, ქვეყანაში ამ მანქანების დაბრუნების იმედი უკვე აღარავის ჰქონდა, თუმცა საქმე, საბოლოოდ ეროვნული ავტომობილების დანაშაულის დაზვერვის სამსახურმა (NaVCIS) გახსნა.

ტაილანდის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტის (DSI) ცნობით, მოპარულ მანქანებს შორისაა Lamborghini Huracán Spyder-იც. ავტომობილთა კოლექტიური ღირებულება დაახლოებით $8 მილიონია. მანქანათა ნაწილი ბანგკოკში, შოურუმებსა და სამრეწველო ობიექტებში აღმოაჩინეს.

NaVCIS-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოპარული ავტომობილები მათ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ. ტაილანდში ნაპოვნ ავტომობილებს შორის რამდენიმე Nissan GT-R-ი, BMW M4 და Porsche Boxster-ია. მათი ძირითადი ნაწილი დილერებისგანაა მოპარული, თუმცა  Huracán Spyder-ი კერძო პირს ეკუთვნოდა, რომელსაც, მდიდრული მანქანების გაქირავების ბიზნესი ჰქონდა.

მანქანების მოპარვისა და ტაილანდში ტრანსპორტირების საკითხზე 13 პირი, მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები არიან დაკავებულნი.

მსგავსი სიახლეები