სენაზე გადაღებული მინი-სერიების პრემიერა დეკემბერში შედგება
Netflix-ის მიერ გადაღებული მინი-სერიების პრემიერა, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ პილოტს, აირტონ სენას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, მომდევნო თვეში შედგება. სერიალი სახელწოდებით, Senna, ექვსი ეპიზოდისგან შედგება და პლატფორმაზე ამ წლის დასრულებამდე გამოჩნდება.
სერიალის თიზერი Netflix-მა რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. თიზერში 1991 წლის ბრაზილიური გრან-პრის ემოციური გამარჯვებაა ასახული. ამ დროისთვის, სენას „ფორმულა 1“-ში უკვე ორი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, თუმცა საშინაო ტრასაზე ეს მისი პირველი ტრიუმფი იყო.
Netflix-ის სერიალში სენას როლს გაბრიელ ლეონე ასრულებს, ალენ პროსტს მეტ მელა, ხოლო სენას შეყვარებულს პამელა ტომე განასახიერებს. Netflix-ის თანახმად, სერიალი სენას ცხოვრებისეული ისტორიის გამოგონილი გადმოცემაა, როგორც საჭესთან, ასევე პირად საკითხებში. ის მისი სარბოლო კარიერის პირველი ნაბიჯებით იწყება, როცა სენა Formula Ford-ში ასპარეზობდა და მის კარიერულ გზასა და ცხოვრებას ბოლომდე მიჰყვება.
რა თქმა უნდა, სერიები 1994 წლის სან-მარინოს გრან-პრით სრულდება - „ფორმულა 1“-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღით.