Lada, რომელიც V16 ძრავითაა აღჭურვილი
Garage 54-ის გუნდმა ამჯერად ყველასთვის ნაცნობი, და ალბათ ბევრისთვის საძულველი, ავტომობილის, Lada-ს მოდიფიცირება გადაწყვიტა. YouTube-გვერდის კრეატორებმა, მანქანას მათ მიერ შექმნილი V16 ძრავა დაუყენეს, რომლის შესახებაც ვიდეო გამოაქვეყნეს.
ახალი ძრავის განსათავსებლად, Garage 54-ის გუნდს Lada-ში ძრავის განყოფილების გაფართოება დასჭირდა. მათ მიერ დამზადებული V-16 სიგრძეში 1.3 მეტრი იყო, რაც გაცილებით დიდია ვიდრე Lada-ს ქარხნული ძრავა. გუნდს ძრავის მოსათავსებლად ახალი ფრთების დამზადებაც მოუწია, ასევე სამუხრუჭო მილები და საჭის ღერძის დააგრძელეს. თუმცა ახალი კაპოტი არ შეუქმნიათ და ძრავის ღიად დატოვება გადაწყვიტეს.
ძრავის დაყენების შემდეგ მანქანა ავტოფარეხშივე გამოცადეს, სადაც მანქანამ მხოლოდ მისი ახალი ძრავის გამოყენებით გადაადგილება შეძლო. შემდეგ კი, მანქანა ავტოფარეხის გარეთაც დატესტეს, ამ შემთხვევაშიც წარმატებულად.
V16-ის გამოყენებით, მოდიფიცირებული Lada 60 კმ/სთ-ს 26 წამში აღწევს. შედარებისთვის, Koenigsegg Jesko Absolut-ს, 0-დან 400-სთვის, 28 წამამდე სჭირდება. ეს სიჩქარე მაინც საკმაოდ სახიფათოა თანამედროვე ქუჩებისთვის. მიუხედავად ამისა, Garage 54-ის გუნდი ამ პროექტით კმაყოფილია, რადგან ამჯერადაც შეძლეს და მათი გეგმა წარმატებით განახორციელეს.