კონორ მაკგრეგორმა კოლექციას $2.6-მილიონიანი მანქანა შემატა
მსოფლიოში UFC-ის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მებრძოლმა ავტომობილების კოლექციას კიდევ ერთი ძვირად ღირებული შენაძენი შემატა. კონორ მაკგრეგორის ახალი, $2.64 მილიონად შეფასებული უახლესი Lamborghini Countach-ი, თანამედროვეობისა და კლასიკურობის ერთგვარი ნაზავია.
ამ უახლეს შენაძენამდე, მაკგრეგორი ავტომობილების გასაიცარ კოლექციას უკვე ფლობდა. 36 წლის სპორტსმენის საკუთრებაშია Lamborghini-ის, Rolls-Royces-ისა და Bentley-ის მოდელები, ასევე რამდენიმე სხვა ძვირად ღირებული ავტომობილიც.
მაკგრეგორის ახალი შენაძენი კი, როგორც გითხარით, Lamborghini Countach LPI 800-4-ია. ახალი ავტომობილის ფოტო, UFC-ის მებრძოლმა სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო საზოგადოებას. ფოტოზე, რომელიც მაკგრეგორმა გამოაქვეყნა, UFC-ის მებრძოლი მისი ახალი, თეთრი Lamborghini-ის კაპოტზე ზის. თავისი პრიალა თეთრი ექსტერიერითა და წითელი ტყავის ინტერიერით, ავტომობილს იდეალური და თვალშისაცემი დიზაინი აქვს.
აქვე გეტყვით, რომ მაკგრეგორის ახალი Lamborghini Countach 6.5-ლიტრიანი, V12 ძრავითა და 48-ვოლტიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. მანქანა 802 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 221 კმ/სთ-ია და 100 კმ/სთ-ს 2.8 წამში აღწევს.