მამაკაცმა ნაქირავები Cybertruck-ი ქურდის შესაჩერებლად გამოიყენა
Tesla Cybertruck-ი არის გასაოცარი, ფუტურისტული მანქანა, რომელიც ფანტასტიკური ფილმების გმირების ავტომობილს უფრო წააგავს, ვიდრე ტიპურ მანქანას, რომელსაც ქუჩებში მრავლად შევხვდებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მასიური პიკაპი, სამართლიანობის აღსასრულებლადაც გამოდგება.
ფლორიდაში მცხოვრებმა მამაკაცმა, ერთ დღეს Turo-ს სერვისის საშუალებით, Cybertruck-ი იქირავა, თუმცა მაშინ ვერ იფიქრებდა, რომ ამ მანქანით ქურდთან დაპირისპირებაში, მთავარი როლის შესრულება მოუწევდა.
ინციდენტი ფლორიდაში, დამქირავებლის სახლთან მოხდა. ავტომობილის მფლობელმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. სტეფ ფელიპსის თქმით, დამქირავებელმა მძარცველი შენიშნა, რომელიც მოპარული ამანათით გაქცევას ცდილობდა. ნაქირავები Cybertruck-ით პირი მძარცველის მანქანას დაედევნა და დაეჯახა, რის შემდეგაც ქურდი უკვე მანქანას შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს მომენტი, როგორ მიდის დამქირავებელი მანქანით თავის სახლთან და ამჩნევს ქურდს, რომელიც ამანათს იპარავს. მძარცველი კი, Genesis G80-ის სედანში ჯდება და გაქცევას ცდილობს.
ავარიის შედეგად Cybertruck-ს მნიშვნელოვანი დაზიანებები მიადგა. Tesla-ს მძარცველთან შეჯახება განზრახული არ ჰქონდა, დადევნების მომენტში დროულად ვერ გაჩერდა და ავარიაც გამოიწვია. Cybertruck-ის წინა ნაწილი, მათ შორის კაპოტი, ბამპერი და წინა პანელი, ძლიერ დაზიანდა. თუმცა მფლობელის განცხადებით, მანქანის შეკეთების ხარჯებს დაზღვევა სრულად დაფარავს.
Genesis-ში სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამივე მათგანი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის უცნობია წარედგინება თუ არა რაიმე სახის ბრალდება Cybertruck-ის დამქირავებელს.