ილონ მასკი, Tesla, Cybertruck, Tesla Cybertruck
Aa
Aa

მასკი Cybertruck-ის სიძლიერით დამანგრეველი ავარიის შემდეგაც ამაყობს

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ, კომპანიის პირველი ელექტროპიკაპი - Cybertruck-ი, გასულ წელს გამოუშვა. მას შემდეგ, ამ მოდელის მონაწილეობით არაერთი საგზაო შემთხვევა ვიხილეთ, თუმცა არცერთი მათგანია რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტის მსგავსი.

რამდენიმე თვის წინანდელი ავტოსაგზაო შემთხვევისას, Cybertruck-ი თითქმის სრულად დაიწვა. ინციდენტი მექსიკაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს ელექტროპიკაპი ქანდაკებას შეეჯახა. ოფიციალური მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ავარია სიჩქარის გადაჭარბებაც გამოიწვია. ამაზე მეტყველებს ზარალის მასშტაბიც.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე, ტრასაზე ამობრუნებული Cybertruck-ი ჩანს. მანქანას დაზიანებული აქვს სახურავი, წინა და უკანა მაშუქები, ისევე როგორც კორპუსის ორივე გვერდითი მხარე, ხოლო საბურავები მოწყვეტილია. დაზიანებების სირთულე მის ამოცნობასაც კი ართულებს.

ავარიის შედეგად განადგურებული ელექტროპიკაპის ფოტო, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა საკუთარი პლატფორმის საშუალებით გაავრცელა. მილიარდერმა ფოტოს წარწერაც დაურთო, რომელშიც ის Cybertruck-ის შესაძლებლობებს აქებს და წერს, რომ ავარიის მიუხედავადაც მანქანა გამძლე და ძლიერია.

ადგილობრივი გამოცემა Monclova იუწყება, რომ ავარიის დროს Cybertruck-ში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი, 18 წლის ქალი, შეჯახების შედეგად მანქანიდან გადმოვარდა. იგი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები